სამართალი
როგორც კი რამეს გადაწყვეტთ ისეთს, რაც კანონს აღემატება, დაგიხვრიტავთ კოჭებს, იარაღის ტარების უფლება მაქვს სიცოცხლის ბოლომდე! – „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ჩემი ოჯახის წევრებზე ვინც იძალადებს, პასუხს გავცემ უმძიმესად, არ დავურეკავ პატრულს, რადგან აღარ ვენდობი პატრულს და არც შსს-ს, პირდაპირ გეუბნებით, დაგიხვრიტავთ ფეხებს, – ეს განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას გააკეთა.

არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, იარაღის ტარების უფლებაც მაქვს და ვატარებ. ჩემს შვილებსა და ცოლს, ვინც ჩემთან ერთად არის, გადაწყვეტთ, რომ იძალადოთ ან რაიმე გააკეთოთ ისეთი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ფეხებს დაგიხვრიტავთ. პირდაპირ გეუბნებით ამ ეთერიდან. გაფრთხილებთ.

აბსოლუტურად კონკრეტული გადაწყვეტილება მაქვს მიღებული: როგორც კი მოახლოვდებით და რამეს გადაწყვეტთ ისეთს, რაც კანონს აღემატება, ფიზიკურ ძალადობაზე გადახვალთ, თქმით რაც გინდათ, ის თქვით, ფეხებზე მკიდია თქვენი ნათქვამი, ორ იმდენს გიპასუხებთდაგიხვრიტავთ კოჭებს. პირდაპირ გეუბნებითდაგიხვრიტავთ კოჭებს. არ მიეკაროთ ჩემს ოჯახს და აზრადაც არ მოგივიდეთ, მომეკაროთდაგიხვრიტავთ კოჭებს. ვინც გინდათ, ის იყავით და რამდენიც გინდათ. ყველას გეყოფით. რისთვის დავათრევ ამდენი წელია ამ იარაღს, ტარების უფლება მაქვს სიცოცხლის ბოლომდე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.