საზოგადოება
პარლამენტის უზარმაზარ შენობაში ქუთაისში შსს-ს სერვისცენტრი განთავსდება, ხოლო პრეზიდენტის სასახლეში - სასტუმრო სახლი?

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისს შესთავაზებენ.

ნათია მეზვრიშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ჰაბის შექმნით ხელი შეეწყობა ადამიანების დასაქმებას.

„სხვადასხვა საპოლიციო სერვისები იქნება გაერთიანებული. როგორც თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება ხდება. ანალოგიურად იქნება დასავლეთ საქართველოში, როგორც ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე სხვადასხვა საპოლიციო სერვისები. კერძოდ, როგორიცაა – 112, დაცვის პოლიცია, შსს-ს აკადემია და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელიც სამინისტროს შიგნით მუშაობს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით უყარა კენჭ რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელთა გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას სრულად დედაქალაქში 2019 წლის თებერვლიდან გააგრძელებს.

რაც შეეხება სააკაშვილის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციას - ავლაბრის სასახლეს, არსებობს ინფორმაცია, რომ იქ მაღალი უცხოელი სტუმრების საზეიმო მიღებები მოეწყობა, რაც ქართველი საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს, რომელიც ამჯობინებდა, უზარმაზარი შენობისთვის უკეთესი გამოყენება მოენახათ - მაგალითად, მუზეუმი გაეხსნათ, რომელსაც ტურისტები დაათვალიერებდნენ.

როგორც ცნობილია, საქართველოს ახალი პრეზიდენტი ორბელიანების ძველებურ სასახლეში იმუშავებს ძველი თბილისის ცენტრში, სადაც ადრე საქართველოში აშშ-ის საელჩო მდებარეობდა.