პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი და აკეთოს ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის! - ლავროვი

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. სერგეი ლავროვი სალომე ზურაბიშვილს უსურვებს, რომ იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი არხს მილანში ეუთო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მოლაპარაკებებში ჩემი პარტნიორი 2005-2006 წლებში. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ მიღწეული ზოგიერთი შეთანხმება ქართულმა მხარემ არ შეასრულა, რადგან როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ, ამის პარალელურად ჩვენ თბილისთან შევთანხმდით ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე. ეს იყო დეტალურად შემუშავებული შეთანხმება, სამწუხაროდ, მოგვიანებით ქართულმა მხარემ უარი თქვა ასეთი ცენტრის შექმნაზე, რაც სამწუხაროა, რადგან მათ გაწყვიტეს კომუნიკაციის კიდევ ერთი ხაზი. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ, იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი და აკეთოს ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ჩვენ საქართველოსთან კარგი ურთიერთობები გვსურს. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ კონსტრუქციული თანამშრომლობის მეტი გზის ძიება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა, გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა და ტურისტული ნაკადი.