პუბლიკაციები
„ადამიანის უფლებები სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის საბაბი არ არის“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორის კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარზე

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებების თემა არ უნდა იყოს გამოყენებული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის საბაბად და ძალისმიერი ქმედებების გამართლებისთვის”, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყნების გარკვეული ჯგუფების კონიუნქტურული ინტერესებისთვის ადამიანის უფლებების მისადაგების მცდელობები არ წყდება. შენარჩუნებულია სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისთვის ცალმხრივი იძულებითი ზომებისა და ძალისმიერი ქმედებების განხორციელებისთვის ადამიანის უფლებების თემატიკის გამოყენების ტენდენცია. საჭიროა ამ მანკიერ პრაქტიკაზე უარის თქმა და თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივსცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე ფოკუსირება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

     არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: ძნელია, არ დავეთანხმოთ ზემოთ მოტანილი განცხადების პათოსს. აშკარაა, ასევე, მისი ადრესატები - აშშ და ევროპა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კერძოდ, მიუთითებს აშშ-ის ქმედებებზე სირიაში, როცა აშშ-ის მიერ შექმნილმა ისლამურმა სახელმწიფომ კინაღამ მთელი მსოფლიო გადაყლაპა; აშშ-სა და ევროკავშირის მიერევრომაიდნისანუ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაზე და ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამოცხადებაზე. გერმანია და საფრანგეთმა ამის გამკო უკვე ზღვეს - ფრანგებსა და გერმანელებს სირიელ დევნილთა ნაკადები ატერორებენ. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ტერორისტულმა აქტებმა შეზანზარა, ახლა კი ამ უკანასკნელმაყვითელი ჟილეტების“ „ფერადი რევოლუციაცმიიღო!

       რაც შეეხება რუსეთს, მასთანაც არის შეკითხვები: ყველაფერი გაკეთდა თუ არა მოსკოვში იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ტრაგედიები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში? რუსეთის ფედერაცია რატომ ჩაერია სუვერენული სახელმწიფოების - საქართველოს საშინაო საქმეებში თავისი ახლად გამომცხვარი აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეების უფლებათა დაცვის საბაბით?! სად იყო მაშინ ყბადაღებული რუსული „რბილი ძალა“, რომელზეც დღეს ყოველ ნაბიჯზე გაჰყვირიან, მოქალაქეებს გასაგებად რატომ არ აუხსნეს, რომ რუსების ადგილზე საქართველოში უცხოები მოვიდოდნენ და ეს აღიზიანებს რუსეთს?! რუსი კლასიკოსების მიერ ხოტბაშესხმულ რუსთაველის მიწაზე პუშკინის ენა რატომ უნდა დაღუპულიყო? რატომ არ ეყო რუსეთის ფედერაციას საშუალებები, მხარი დაეჭირა ჯერ კავკასიაში რუსეთის იმპერატორის ნაცვლის მიერ დაფუძნებული რუსულენოვანი გაზეთები ან სხვები, რომლებშიც გორკი და მაიაკოვსკი მუშაობდნენ?! როგორ მოხდა, რომ რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ერთი ხელის მოსმით დაანგრია უდღეურმა სააკაშვილმა?! და განა ეკადრება ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც სითბო აკლია, მზისაგან დაგაღლილ ქართველზე განაწყენდეს?! შეკითხვები ბევრია, პასუხები - არ არის, მაგრამ ნათქვამია, „ვინც წარსულს გაიხსენებს, თვალიც დასდგომიაო“ - იმედია, ისტორიის ქარი მაინც გაფანტავს ნაგავს ჩვენი გულებისაკენ ჩახერგილი გზებიდან და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს