რელიგია
კანონიკურ მართლმადიდებლობას უკრაინაში და მთელ მსოფლიოში მძიმე ჭრილობა მიაყენეს, აღნიშნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა 2018 წლის 20 დეკემბრის გზავნილებში საადგილმამულო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისადმი

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა მათ აუწყა, რომ ამა წლის 15 დეკემბერს კიევში, უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების უშუალო მონაწილეობითა და პირდაპირი მფარველობით, გაიმართა ორი უკრაინული რასკოლნიკური ჯგუფის „ იერარქების“, „სამღვდელოების“ და ერისკაცების შეკრება. ამ უკანონო თავყრილობის მონაწილეებმა, რომლებიც კიევის წმინდა სოფიას ისტორიულ ტაძარში შეიკრიბნენ, თავი „გამაერთიანებელ კრებად“ გამოაცხადეს. სინამდვილეში ეგრეთ წოდებული გაერთიანება მდგომარეობდა ორი სქიზმატური ორგანიზაციის ერთმანეთთან შერწყმაში, რომელთაგანაც ერთი წარმოიქმნა. „კრებაში“ მონაწილეობდნენ რასკოლნიკური „კიევის საპატრიარქოს“ და მეორე არაკანონიკური სტრუქტურის - „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის“ ცრუეპისკოპოსები.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა საადგილმამულო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს მიმართა მოწოდებით, არ აღიარონ კიევში გამართული რასკოლნიკების უკანონო შეკრების შედეგები, აგრეთვე თავისი ავტორიტეტული ხმა აიმაღლონ და შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთონ მართლმადიდებლობის დამანგრეველი ქმედებების შესაჩერებლად. „მოგიწოდებთ თქვენ და (თქვენი) უწმინდესი ეკლესიის მთელ სისრულეს, არ აღიაროთ ახლად შექმნილი ფსევდოეკლესიური სტრუქტურა და მასთან ურთიერთობაში არ შეხვიდეთ“, - წერს მისი უწმინდესობა.

დაწვრილებით წაიკითხეთ აქ