სამართალი
ახმედ ჩატაევის და კიდევ ორი ლიკვიდირებულის ცხედრები ისევ ექსპერტიზის ბიუროშია

 საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახმედ ჩატაევის და კიდევ ორი ლიკვიდირებულის ცხედრების გადმოცემის თაობაზე დღემდე ექსპერტიზის ბიუროსთვის არავის მიუმართავს.

ცხედრები კვლავ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ინახება. დაკრძალვაზე არც სახელმწიფოს მიუღია რაიმე დადგენილება.

2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სუს-ის ანტიტერორისტული განყოფილების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იქნა ახმედ ჩატაევი და დაჯგუფების კიდევ ორი წევრი.

შეგახსენებთ, რომ ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.