სამართალი
გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. როგორც უწყებაში პირველ არხს განუმარტეს, ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული დოკუმენტაცია.

გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკისსაქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

პირველი არხისთვის დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.