პოლიტიკა
საქინფორმის მთავარი რედაქტორის მხილებით შეშინებულმა პოლიტ-მიტროპოლიტ-რასკოლნიკმა გრიგოლმა ინტერნეტში ანონიმური პეტიცია შეთითხნა!

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქინფორმის მთავარი რედაქტორის მხილებით შეშინებულმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სექტანტებს დაავალა, ინტერნეტში გაეშვათ ფეიკი, რომელიც ერთი დღით ადრე მის მიერ ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში წარმოთქმული პროვოკაციული ანტისახელმწიფოებრივი და რუსოფობიური ქადაგების ძირითად თეზისებს იმეორებს. საქინფორმმა პეტიციის „უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი წერილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს“ ავტორთა ვინაობა დაადგინა და მკითხველებს უახლოეს ხანებში აცნობებს.

ცრუ-პეტიცია, „რუსეთის მიერ მსოფლიოში მეორე საეკლესიო ცენტრის შექმნის შესახებ“ ანტირუსული ბოდვის შემდეგ, მთავრდება მოწოდებით:

“უწმიდესო და უნეტარესო,

ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო,

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი შვილები გულისყურითა და სიფრთხილით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პროცესებს. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის წარმოშობილი დავა, რომელიც უკრაინაში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანების მცდელობით იყო განპირობებული, ხოლო შემდგომ უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსებითა და მისთვის მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემით დასრულდა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. 

ჩვენთვის ცნობილია ის სირთულეებით სავსე გზა, რომელიც გაიარა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულიად უკანონოდ და ძალადობრივად მიტაცებული ავტოკეფალიის პირობებში. გვახსოვს ის სიხარულიც, რომელიც ჩვენი წინაპრების მიერ ავტოკეფალიის აღდგენასა და  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ტომოსის გადმოცემას მოყვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია არასდროს გამხდარა ეჭვის საგანი. ამ ისტორიული მეხსიერების ფონზე, ჩვენს მორალურ ვალდებულებად მივიჩნევთ უკრაინის ეკლესიისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას.

ვეცნობით რა ყველა სიახლეს განვითარებული მოვლენების ირგვლივ, პასუხისმგებლობით ვეკიდებით მართლმადიდებელი აღმსარებლობის შეურყვნელად დამოწმებას. განვითარებული მოვლენები კი საზოგადოებას უფრო მეტი ინდიფერენტულობით განაწყობს რწმენისადმი.  იმპერიალისტური მიზნები და პირველობისთვის ბრძოლა კი შესაძლოა, საფუძველი გახდეს მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე ახალი საეკლესიო განხეთქილებისა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოქმნილი დავა არადოქტრინალურ ხასიათს ატარებს. 

შესაბამისად,  ამ საკითხისადმი ჩვენი ეკლესიის ღირსეულ და სამართლიან დამოკიდებულებად მივიჩნევთ საეკლესიო ერთობის შენარჩუნებისთვის სამართლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ობიქტური თუ სუბიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობითა და მათთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლით უნდა იქნეს დამოწმებული. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 

გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოგმართავთ შვილობრივი თხოვნით, საკითხის სინოდალური განხილვის დროს  ეკლესიის სამწყსოს აზრიც გაითვალისწინოთ”.

საქართველოს ეკლესიის წევრები