უცხოეთი
საბიუჯეტო კრიზისის გამო, ტრამპი სპორტსმენებს სწრაფი კვების ობიექტიდან შეკვეთილი საჭმლით გაუმასპინძლდა

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპორტსმენებს ჰამბურგერებით გაუმასპინძლდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, თეთრ სახლში დაპატიჟებული სპორტსმენებისთვის სწრაფი კვების ობიექტებიდან საკვები მან საკუთარი ხარჯით შეუკვეთა. ამის გაკეთება ტრამპს ფედერალური მთავრობის დაფინანსების შეწყვეტის გამო მოუწია. საბიუჯეტო კრიზისის გამო, მთავრობა იძულებული გახდა, სტუმრების მიღებაზე გამოყოფილი ხარჯები შეემცირებინა.

საფეხბურთო კლუბ Сremson Tigers-ის წევრებს ტრამპი ჰამბურგერებით, კარტოფილითა და პიცით გაუმასპინძლდა.

„რადგანაც დემოკრატები უარს ამბობენ საზღვრის დასაცავად მოლაპარაკებები გაგრძელდეს, თეთრის სახლის თანამშრომელთა დიდი ნაწილი უხელფასო შვებულებაშია. ამის გამო, პრეზიდენტმა პირადად გადაიხადა სწრაფი კვების ობიექტიდან შეკვეთილი საკვების საფასური“, -განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა.

„ჩვენ გვაქვს პიცა. 300 ჰამბურგერი და უამრავი კარტოფილი – ეს ჩვენი საყვარელი საჭმელია. ამერიკული საჭმელი ძალიან მიყვარს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საბიუჯეტო კრიზისი აშშ-ში 22 დეკემბრიდან გრძელდება. უკვე 20 დღეზე მეტია, სახელმწიფო უწყებების 800 000 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაშია. ამის მიზეზი დემოკრატებისა და ტრამპის დავაა. აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფას ითხოვს, რასაც დემოკრატები არ თანხმდებიან.

1tv.ge