პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: საქართველო-ნატოს ურთიერთობები - ეს ჩვენი და ნატოს ურთიერთობებია

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველო-ნატოს ურთიერთობები - ეს ჩვენი და ნატოს ურთიერთობებია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საქართველო-ნატოს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატოს ურთიერთობებია. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ ამ პოლიტიკის განხორციელებაში თანმიმდევრული ვართ, რომელიც არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს მიმართულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ.

ვფიქრობ, ყველა მეზობლის ინტერესში უნდა იყოს, რომ მისი მეზობლისაქართველო მაქვს მხედველობაში - სახელმწიფოებრივად, ინსტიტუციონალურად და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ მდგრადი იყოს. ეს მთლიანად რეგიონში იქნება უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს აქტვობის გაზრდასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს.

1tv.ge