პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდება - საქართველოში ევროკავშირის ელჩი

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში მომავალ კვირას ევროპული საბჭოს, ევროკომისიის, ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას გამართავს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან.

გარდა ამისა, ასევე დაზუსტდება ასოცირების საბჭოს მომავალი სხდომის ზუსტი თარიღიც, რომელიც მარტშია დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტი 21-23 იანვარს შედგება.

1tv.ge