რელიგია
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ათი წევრი პატრიარქის ტახტის მიტაცებას ან უკრაინის მაგალითით ქართული არაკანონიკური ეკლესიის შექმნას შეეცდება!

   სააკაშვილმა რუსეთს ტერიტორიები აჩუქა, ბერბიჭაშვილი ეკლესიებს ჩუქნის, რომელთა პატრიარქი შიოლაშვილია!

წიწამურიდან 111 წელი გავიდა, მაგრამ ზოგიერთი ვაიქართველი დღემდე ვერ ჩამოყალიბებულა - ილია უნდა თუ ბერბიჭაშვილი!

     განხეთქილება, რომელიც დიდი ხანია ქართული ოცნებაშიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში მწიფსებოდა, ერთდროულად - ახალი წლის წინა დღეებში მოხდა. საერო ხელისუფლების კრიზისის კატალიზატორად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურა იქცა, ხოლო საეკლესიო ხელისუფლების კრიზისი პროვოცირებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ახალი ეკლესიის აღიარების საკითხით და, აგრეთვე, წმინდა სინოდის რასკოლნიკი წევრების ლუსტრაციით “საქინფორმის“ და „ასავალ-დასავალის“ პუბლიკაციაში.

     შეგახსენებთ, რომ ამ პუბლიკაციაში მოტანილი იყო ორი სია: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ორმოცდაშვიდიდან შვიდი წევრის, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ახალი არაკანონიკური ეკლესიის - „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ აღიარებას (იხ. ფოტო N1); და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის იმ წევრთა სია, ვისაც პატრიარქობის ამბიცია აქვს (იხ. ფოტო N2). ორივე სიაში ფიგურირებს ორი მიტროპოლიტი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, თუმცა საჯარო რეაქციას მხილებაზე ამ უკანასკნელისაგან მოველოდი და აი, რატომ:

     არქიეპისკოპოსი აბრაამი (ამირან გარმელია, იხ. ფოტო N3) 70 წელს გადასცდა - ეს საპატრიარქო ტახტის დასაკავებლად არასასურველი ასაკია; თანაც მან უკვე რამდენიმე ინფარქტი გადაიტანა და, გარდა ამისა, არის ინფორმაცია, რომ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის თავგამოდებული რუსოფობი გახლავთ, სააკაშვილის ფავორიტი იყო და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერით სარგებლობდა, თუმცა მეუფის პოზიციები წმინდა სინოდში, რომლის სხდომებს ის 2014 წლიდან თითქმის აღარ ესწრება, საგრძნობლად შესუსტდა მიზეზთა ერთობლიობის გამო. საქმე ის არის, რომ 2014 წლის 29 ივნისს მიტროპოლიტ აბრაამის პროტეჟე - „ორჯვრიანი“ არქიმანდრიტი დიმიტრი (თეთრუაშვილი) ეპისკოპოსად უნდა ეკურთხებინათ, წმინდა სინოდში შეეყვანათ და შემდეგ აზერბაიჯანის მოსაზღვრე ნეკრესის და ჰერეთის ეპარქიაში დაენიშნათ. მაგრამ ბოლო მომეტში აზერბაიჯანულ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია მისი თითქოსდა ჰომოსექსუალური კავშირის შესახებ ვინმე რუს მღვდელთან, რომელთან შესახვედრად იგი ბაქოში ჩადიოდა ხოლმე. შედეგად ილია მეორემ ქიროტონია გაუქმა და აღარ გადასცა საზღვრისპირა ეპარქია ისეთ ღვთისმსახურს, რომლის შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალა შეიძლებოდა, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს ზეწოლის მიზნით გამოეყენებინათ („რუსთავი 2“-მა შემთხვევით როდი გამოქექა ახალი წლის წინ ეს 4 წლის წინანდელი სკანდალური საქმე და 29 დეკემბერს სიუჟეტი მიუძღვნა მას). ამ სკანდალის გარდა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უდავოდ გაითვალისწინა ოპერატიული ინფორმაცია არქიეპისკოპოსი აბრაამის საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ დასავლეთის სპეცსამსახურებთან, რომელმაც მედიასაშუალებებში ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის დროს გაჟონა.

     რაც შეეხება არქიეპისკოპოს გრიგოლს (გურამ ბერბიჭაშვილი, იხ. ფოტო N4), მართალია, ის ბევრად უფრო ახლოს იყო სააკაშვილთან, ვიდრე აბრაამი, მაგრამ მასზე 8 წლით უმცროსია და აქტიურად წარმოაჩენს საკუთარ თავს, როგორც რეფორმატორს და დასავლური ლიბერალური ღირებულებების მატარებელს. თავის შარშანდელ სააღდგომო მიმართვაში მან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რეფორმების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, სადაც ყველაფერს ერთი ადამიანი - კათოლიკოს-პატრიარქი წყვეტს, რაც დაუშვებელიაო, ხოლო გასული ორშაბათის ქადაგებაში ის კვლავ აკრიტიკებს საპატრიარქოს წესებს და წინადადება შემოაქვს, სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად თემატური კომისიები შეიქმნას (პრაქტიკულად, წმინდა სინოდის დუბლირება მოხდეს.

     მაშ ასე, მე მართალი აღმოვჩნდი - ზემოთ აღნიშნულ პუბლიკაციაზე, რომლებიც ლიბერალურ პოლიტ-მიტროპოლიტებს პატრიარქის ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების ორგანიზებაში ამხელდა, მყისვე მოახდინა რეაგირება სწორედ მიტროპოლიტმა გრიგოლმა. პუბლიკაციის დღეს, ანუ გასულ ორშაბათს, თავის პროვოკაციულ, ანტისახელმწიფოებრივ ქადაგებაში ფოთის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძარში რასკოლნიკების ლიდერმა, პრაქტიკულად, კრემლის მსახურების დაღი დაასვა საქართველოს საერო და საეკლესიო ხელისუფლებას. პრეზიდენტიდან პატრიარქამდე, რომლებმაც უკრაინისათვის ავტოკეფალიის მილოცვისაგან თავი შეიკავეს! უკრაინისათვის, ისევე, როგორც თავის დროზე საქართველოსთვის, ეროვნული ავტოკეფალური ეკლესიის არსებობა მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის საკითხი არ არის!“ - როშავდა მიტროპოლიტი გრიგოლი და უაზროდ ადარებდა ერთმანეთს უკრაინის ახლად შექმნილ არაკანონიკურ „ეკლესიას“ და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც ავტოკეფალია ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში ჰქონდა, მე-12-დან მე-20 საუკუნემდე კი ის ბერბიჭაშვილის მსგავსი მოღალატეების წყალობით დაკარგა!

     მეორე, რაც ყურს ჭრიდა - რომელ უკრაინის ეროვნულ ეკლესიაზე ლაპარაკობს ბერბიჭაშვილი?! მართლმადიდებელი ეკლესია ხომ ეროვნული კი არა, ტრანსნაციონალური ორგანიზაციაა, როგორც მესია ერთია ყველასთვის, ამიტომაც „უკრაინის ეროვნული ეკლესია“ არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს „ეროვნული ქართული“! საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“ - აი, როგორ არის სწორად მითითებული ყველა საბუთში და საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე, რომლის მრევლი საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანები არიან, და არაქართული მართლმადიდებელი ეკლესია“, როგორც მას ხშირად, განსაკუთრებით რუსულ თარგმანში იხსენიებენ! აი, თურმე. რატომ უბრძანა ბართოლომეოს სტამბოლელმა ახალი არაკანონიკური უკრაინული ეკლესიისათვის ეწოდებინათ არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“, როგორც მას კიევში დაარქვეს და რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, არამედ „უკრაინის უწმინდესი ეკლესია“, თუმცა, რასკოლნიკების საზოგადოებისთვის „უწმინდესის“ წოდებით ბართოლომეოსმა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს სულში ჩააფურთხა!

     რაც შეეხება მის კანონიკურობას - არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბერბიჭაშვილი ყოველ ჯერზე მისი უმაღლესი საეკლესიო რანგისათვის შეუფერებელ, მძიმე ცოდვას სჩადის, როცა სტამბოლის საპატრიარქოს კიევის მიტროპოლიასავტოკეფალურ ეკლესიასუწოდებს! ის შეგნებულად ტყუის, იმიტომ, რომ მშვენივრად იცის:

   სტრუქტურა, რომლის სათავეში დგას მიტროპოლიტი, რომელსაც სამწყსოების (პარაფიების) შექმნის, ხელდასხმის (ქიროტონიის) და ეპისკოპოსების დანიშვნის, წესებისა და თავისი ტიტულის შეცვლის, აგრეთვე საეკლესიო სასამართლოს განხორციელების უფლება ჩამორთმეული აქვს,

   სტრუქტურა, რომელსაც არ გააჩნია სამწყსოები საზღვარგარეთ (პარაფიები), ხოლო არსებულები სტამბოლის საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა, რომელიც, თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის იურისდიქციის ქვეშაა,

   სტრუქტურა, რომელსაც თავის ტერიტორიაზე აქვს სტამბოლის საპატრიარქოს უშუალო დაქვემდებარებაში არსებული და მისთვის გადასახადის (ეპარქიული შენატანები) გადამხდელი ტაძრები და მონასტრები (სტავროპიგიები),

   სტრუქტურა, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ყველა საიდუმლოს აღსრულების ძალაუფლება და მირონის ხარშვის უფლება და ვალდებულია, ის სტამბოლში იყიდოს,

   სტრუქტურა, რომლის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი ერისკაც პოროშენკოს გადაეცა, რაც ტექსტში დაფიქსირებულია იმ ფაქტთან ერთად, რომ ის სტამბოლის საპატრიარქოს სულიერ შვილს წარმოადგენს,

არ შეიძლება, ავტოკეფალურ ეკლესიად ჩაითვალოს, ის სტამბოლის საპატრიარქოს კიევის მიტროპოლია გახლავთ!

     და კიდევ, ცბიერმა ბერბიჭაშვილმა მრევლს დაუმალა, რომ დღემდე მსოფლიოს არც ერთმა საადგილმამულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ აღიარა ახალი უკრაინული ეკლესია, ხოლო პოლონეთის, სერბიის და ანტიოქიის ეკლესიებმა კატეგორიული უარი განაცხადეს, ეკლესიად ეღიარებინათ სტრუქტურა, რომელსაც სათავეში საერო პირი უდგას! და რომ პატრიარქმა ბართოლომეოსმა, მიცემული დაპირების მიუხედავად, უკრაინის ახალი ეკლესია დიპტიქში (თხუთმეტი საადგილმამულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მოწესრიგებული ნუსხა, შესაბამისად, ღვთისმსახურების დროს მათი წინამძღვრების ხსენების თანმიმდევრობა, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მეექვსე ადგილი უკავია) არ შეიტანა!

     დავუბრუნდეთ პოლიტ-მიტროპოლიტ გრიგოლის ქადაგებას, რომელმაც განაცხადა, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მიმდინარეობს ახალი, ანუ, მეორე ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, ისტორიულად არსებული კანონიკური ცენტრის პარალელურად, და საქართველოს ეკლესია თუ აღმოჩნდა ამ ახალი ცენტრის ორბიტაზე, ჩათვალეთ, რომ ქართულ სახელმწიფოსაც სავალალო ბედი ელის! და რა როლი განეკუთვნება მას ახალი ცენტრის რელიგიურ-პოლიტიკურ (და, შესაძლოა, ასევე, სამხედრო) გაერთიანებაში, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ახალ არაკანონიკურ ცენტრში ბერბიჭაშვილი გულისხმობს რუსეთს და მის ეკლესიას - ყველაზე დიდ მართლმადიდებელ საადგილმამულო ეკლესიას მსოფლიოში, რომელიც 10 საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაარსდა კიევის რუსეთის დედაქალაქში (ანუ კიევში), როგორც „კიევისა და სრულიად რუსეთის“! ხოლო „კანონიკურ ეკლესიას“, ვაირეფორმატორი ბერბიჭაშვილის აზრით, წარმოადგენს უკრაინაში ერთი თვის წინ ორი სქიზმატური ორგანიზაციისაგან შექმნილი ახალი სტრუქტურა, ეკლესიისაგან განკვეთილი და ანათემას გადაცემული პირების წინამძღვრობით!

       როდესაც ჩვენ ვისმენთ მოსაზრებას, რომ პოლიტიკური ლიდერები (საქართველოსი - რედ.) ეკლესიასთან ერთად (საქართველოს ეკლესიასთან - რედ.) იმსჯელებენ ამ საკითხზე (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების და უკრაინელი ხალხისათვის მილოცვის საკითხი - რედ.), ამ შემთხვევაში ისინი ან ვერ აცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებებს კოლეგებისა და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი მცდარად გაგებული რელიგიურობით! უკრაინაში მიმდინარე პროცესები არაჩვეულებრივ შესაძლებლობას ქმნის იმ ძალების გაერთიანებისთვის, ვისაც საქართველოს მომავალი ცივილიზებული კაცობრიობის ორბიტაზე წარმოუდგენია, და იმ ძალთა გასამჟღავნებლად, ვისაც წარსულში დაბრუნების დაუოკებელი ნოსტალგია აწუხებს!!! უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია წყალგამყოფია წარსულსა და მომავალს შორის, და თუ შიშმა დაგვიბრმავა თვალი და არასწორ გზას დავადექით, ეჭვსგარეშეა, რომ თავისუფალ სამყაროს მოწყვეტილნი აღმოვჩნდებით და დიდი ხნით დასამარდება მრავალი თაობის მიერ ნანატრი თავისუფლებაც და დამოუკიდებლობაც!“, - აი, ანაფორიანი პოლიტიკოსის ქადაგების მთავარი თეზისები, რომლებზეც მართებული იქნება, უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ.

     პირველ რიგში, რომელი უკრაინელი ხალხისათვის მილოცვაზე ლაპარაკობს ბერბიჭაშვილი?! მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის უმეტესობას ეთნიკური უკრაინელები შეადგენენ, ხოლო ახალ არაკანონიკურ ეკლესიას უკრაინაში მორწმუნეთა მხოლოდ ერთი მესამედი უჭერს მხარს! თუ ამ უმცირესობას ვუწოდებთუკრაინელ ხალხს, რომელიც საქართველოსაგან მილოცვას იმსახურებს“, მაშინ თანმიმდევრულები ვიყოთ დაქართველი ხალხიდავუძახოთნაცმოძრაობისმხარდამჭერებს, რომლებიც საქართველოში ამომრჩევლების ერთ მესამედს შეადგენენ!

     შემდეგ. ყურადღება მიაქციეთ, რომ „ლიბერალი და რეფორმატორი“ ბერბიჭაშვილი ცდილობს, რევიზია ჩაუტაროს მართლმადიდებლურ დოგმებსა და კანონებს და მათ მცდარ რელიგიურობას უწოდებს, აგრეთვე, ინკვიზიციის, ბოლშევიკებისა და სააკაშვილის საუკეთესო ტრადიციების თანახმად, სხვაგვარად მოაზროვნეებზე ნადირობისაკენ მოუწოდებს! მისი ლოგიკით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და წმინდა სინოდის წევრთა უმეტესობა, ასევე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებიც კორექტულად ელოდებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, პრორუსულ „მეხუთე კოლონას“ - სსრკ-ის მიმართ ნოსტალგიით შეპყრობილ რუსეთის აგენტებს წარმოადგენენ! წყალგამყოფისშესახებ განცხადებით, რომელმაც, ვითომდა, მთელი საქართველო პრორუსებად და პროდასავლელებად გაყო, ბერბიჭაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს სჩადის - მოქალაქეებს შორის შუღლს აღვივებს, რომელმაც, შესაძლოა, საქართველოში ახალ სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანოს, რომ არაფერი ვთქვათ ერსა და ბერს შორის განხეთქილებაზე!

     განა პროკურატურამ არ უნდა აღკვეთოს უმაღლესი მღვდელმთავრის ძირგამომთხრელი ქმედებები, რომელიც ამბიონიდან ხელისუფლებას უპასუხისმგებლოს და არაფრის მაქნისს უწოდებს?! რა არის ეს, თუ არა ხელისუფლების შეცვლისაკენ მოწოდება?! განა მოქალაქე გიგლა, უკაცრავად, გურამ ბერბიჭაშვილს კანონის წინაშე რაიმე განსაკუთრებული იმუნიტეტი აქვს?! მაგრამ ბერბიჭაშვილის ცინიზმსა და თავხედობას საზღვარი არ გააჩნია - ავიწყდება რა, რომ ქადაგების დასაწყისში, მსოფლიოში და საქართველოს გარშემო შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინისთვის მინიჭებული ტომოსის სასწრაფოდ აღიარებისკენ მოუწოდებდა, ბოლოს ის ურცხვად აცხადებს - ეკლესიას და სახელმწიფოს თავ-თავისი ფუნქციები აქვთ, რომელთა ერთმანეთში აღრევა, თუნდაც საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე მდგომი საფრთხეების გათვალისწინებით, გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანსო!..

ხოლო როდესაც მიტროპოლიტი გრიგოლი ყველას მოუწოდებს, რუსეთის წინაშე შიში დაივიწყონ და ახალი უკრაინული ეკლესია აღიარონ, გაიხსენეთ სააკაშვილი, რომელიც მოგვიწოდებდა, რუსეთის არ შეგვშინებოდა და სამხრეთ ოსეთი იარაღით ხელში დაგვებრუნებინა! 2008 წელს სააკაშვილის პროვოკაცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიების დაკარგვით დამთავრდა, 2019 წელს კი ბერბიჭაშვილის პროვოკაცია მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფსუათა და ალანთა დამოუკიდებელი ეკლესიების აღიარებით დამთავრდება! დიახაც, სააკაშვილმა რუსეთს ტერიტორიები აჩუქა, ბერბიჭაშვილი ეკლესიებს ჩუქნის, რომელთა პატრიარქი შიოლაშვილია!

     თუმცა, ესეც არ არის მისი მთავარი ვერაგობა: ცბიერმა ბერბიჭაშვილმა, რომელიც, სხვათაშორის, რუსულენოვანი ოჯახიდანაა, იცის, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომც გახდეს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, როგორც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა, არასოდეს იქნება! ამიტომაც ცდილობს ბერბიჭაშვილი, მისთვის გამოუსადეგარი ტერიტორიები საქართველოს მოსწყვიტოს! თუკი ბერბიჭაშვილი შეძლებს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს უკრაინელი რასკოლნიკების აღიარებას აიძულებს, ეს ნიშნავს, რომ ის ხმების აუცილებელი რაოდენობის მიღებას ახალი პატრიარქის არჩევის დროსაც მოახერხებს! მაგრამ თუ საქართველოს პატრიარქობა არ გამოუვა, რასკოლნიკი ბერბიჭაშვილი გეგმა“- ამზადებს - უკრაინის მაგალითით, საქართველოში არსებულის პარალელურად, მეორე - ახალი არაკანონიკური ეკლესიის შექმნას და მასში თავისი თანამოაზრე მიტროპოლიტების - ილია მეორის მტრების - ეპარქიების გაერთიანებას! გასული ორშაბათის მდგომარეობით, ასეთი შვიდი იყო, დღეს კი უკვე ათია, მაგრამ მოდით, ყველაფერზე რიგრიგობით ვილაპარაკოთ, მაშ ასე:

     მიტროპოლიტი გრიგოლი სერიოზულად შეშინდა, რომ გასულ ორშაბათს ჩვენ მიერ დაწყებული ლუსტრაცია გაგრძელდება (როგორც ხედავთ, ალღომ არ უმტყუნა), ამიტომაც სამშაბათს ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებით აღარ შემოიფარგლა და თავისი ერთგული ახალგაზრდა თეოლოგების მეშვეობით ინტერნეტში ორგანიზაცია გაუკეთა ფეიკ პეტიციას - „უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი წერილი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს“, რომელზეც ხელის მოწერა ყველა მსურველს შეუძლია. პროდასავლელმა პოლიტ-მიტროპოლიტმა, როგორც ჩანს, სხვაგვარად მოაზროვნეებთან ანგარიშსწორების ბოლშევიკურ მეთოდებზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა - მშრომელების, შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის, სამხედროების, თქვენ წარმოიდგინეთ, პატიმრების კოლექტიური წერილები ყრილობის, პარტიის ან სტალინის სახელზე გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ხალხის მტრების, მათ შორის - ეკლესიის წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიების განხორციელების საფუძველი ხდებოდა! ამ რეპრესიებს უსამართლოდ დაარქვეს სტალინური, სინამდვილეში მათ ორგანიზაციას უკეთებდნენ ყველა დროის და ხალხის ბერბიჭაშვილები, რომლებიც ყოველთვის საკმარისზე მეტნი იყვნენ!

     პეტიციაში შეცვლილი სახით არის გადმოცემული ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ზემოთ განხილული ქადაგების ყველა ძირითადი თეზისი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე არაკორექტული აპელირებაც; კათოლიკოს-პატრიარქისადმი არაკორექტული მიმართვაც - ტიტულის გარეშე და „შენობით“; „რუსეთის ვერაგული იმპერიალისტური ჩანაფიქრებით“ დაფრთხობაც საზოგადოებისადმი მოწოდებებითურთ - ამ საფრთხის წინაშე გაერთიანდნენ: შესაბამისად, ამ საკითხისადმი ჩვენი ეკლესიის ღირსეულ და სამართლიან დამოკიდებულებად მივიჩნევთ საეკლესიო ერთობის შენარჩუნებისთვის სამართლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ობიქტური თუ სუბიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობითა და მათთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლით უნდა იქნეს დამოწმებული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოგმართავთ შვილობრივი თხოვნით, საკითხის სინოდალური განხილვის დროს ეკლესიის სამწყსოს აზრიც გაითვალისწინოთ”, - ასე მთავრდება პეტიცია, რომელსაც ანონიმურად საქართველოს ეკლესიის შვილები აწერენ ხელს.

     სინამდვილეში სამწყსო, რომლის აზრიც უნდა გაითვალისწინოს წმინდა სინოდმა“, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის კურსდამთავრებულები ან აკადემიური ჩამორჩენილობისათვის გარიცხული მსმენელები არიან, რომლებმაც სწავლა უცხოეთში სხვადასხვა სექტანტური დაწესებულების თეოლოგიურ ფაკულტეტებზე განაგრძეს (როგორ არ გავიხსენოთ აქ ქართული ანდაზა - „ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“?!). მათი ლიდერია ირაკლი ჯინჯოლავა (იხ. ფოტო N5) - მიუნხენში მცხოვრები ზუგდიდელი, რომელმაც უშუალოდ განათავსა პეტიცია ინტერნეტში და მრავალჯერ - თავის საკუთარ ფეისბუქგვერდზე. ნახეთ გვერდი Irakli Jinjolava - სასწავლებლების და დაწესებულებების სია, სადაც ის სწავლობდა და მუშაობდა - დასავლეთის ფონდებისა და სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ეკუმენისტური და სექტანტური ინსტიტუტებისა და ცენტრების უნიკალური ჩამონათვალი!

     დიახ, სემინარისტების სწორედ ამ ჯგუფმა ცოტა ხნის წინ საშინელი მონაჩმახი გაავრცელა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის შესახებ და ცილი დასწამა მის რექტორს - პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რასაც სიამოვნებით გააპიარა „რუსთავი 2“-მა! ხოლო მიუნხენის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორანტი ირაკლი ჯინჯოლავა იმასაც აცხადებდა, რომ აკადემია-სემინარიაში განათლებას არ აძლევენ, სამეცნიერო მუშაობაზე კი ლაპარაკიც სასაცილოა!

საგულისხმოა, რომ ირაკლი ჯინჯოლავამ თავის ფეისბუქგვერდზე წმინდა სინოდის ათი წევრის ფოტოებიც განათავსა (იხ. ფოტო N6) - სახელების გარეშე, მხოლოდ კომენტარი დაურთო ინგლისურად (მის გვერდზე პოსტების უმრავლესობა ინგლისურ ენაზეა): „There are already 10 Georgian bishops who openly support the autocephaly of the [new] Orthodox Church of Ukraine. The Synodal decision of the Church of Georgia has not yet been made“ (უკვე 10 ქართველი ეპისკოპოსი ღიად უჭერს მხარს უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, საქართველოს ეკლესიას გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია).

     თუ ამ ფოტოებს წმინდა სინოდის შვიდი წევრის სიას შევადარებთ, რომელიც ზემოთ მითითებულ პუბლიკაციაში მოვიტანე (იხ. ფოტო N1), ოთხია დამატებული:

1. მეუფე ვახტანგი - ცურტაველი მიტროპოლიტი,

2. მეუფე იოსები - შემოქმედელი მიტროპოლიტი,

3. მეუფე მელქისედეკი - მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი,

4. მეუფე იაკობი - ბოდბელი მიტროპოლიტი,

მაგრამ რატომღაც გამოტოვებულია ზემოთ ხსენებული მეუფე აბრაამი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. თუმცა, მასთან ერთადაც, ვფიქრობ, წმინდა სინოდის მეამბოხე წევრების რიცხვი ათს არ გადააჭარბებს, რადგან მეუფე იაკობი, რომლის ფოტოც ჯინჯოლავამ დადო, ილია მეორის ნების წინააღმდეგ არანაირ გარემოებებში არ წავა, მიუხედავად იმისა, რომ იგი პატრიარქობის ამბიციის მქონეთა სიაშიც ფიგურირებს (იხ. ფოტო N2). და რა კომპრომატით დააშანტაჟეს სამი მიტროპოლიტი - ვახტანგი, იოსები და მელქისედეკი - და აიძულეს, დანარჩენ შვიდს შეერთებოდნენ, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია...

შეძლებენ თუ ვერა რასკოლნიკები კიდევ თოთხმეტი ხმის მოპოვებას, რათა წმინდა სინოდის საგაზაფხულო სხდომისათვის ოცდაოთხი ხმა ჰქონდეთ - ანუ ორმოცდაშვიდი წევრისგან შემდგარ სინოდში თუნდაც ერთი ხმით უპირატესობა მიიღონ, რომ ახალი არაკანონიკურიუკრაინის უწმინდესი ეკლესიისავტოკეფალიის შესახებ ტომოსს მხარი დაუჭირონ? არ ვიცი, მაგრამ დღეს უკვე გვყავს ათი მიტროპოლიტი - წმინდა სინოდის წევრები, რომლებსაც საქართველოს საპატრიარქო ტახტზე არა ილიას, არამედ ბერბიჭაშვილის ხილვა სურთ, რაც საქართველოს ისტორიაში უკვე მომხდარა! დიახ, წიწამურიდან 111 წელი გავიდა, მაგრამ ზოგიერთი ვაიქართველი დღემდე ვერ ჩამოყალიბებულა - ილია უნდა თუ ბერბიჭაშვილი!

     მაშ ვინ მოიწვევს ახალ რუის-ურბნისის კრებას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რასკოლნიკების, ვიგინდარებისა და გაიძვერებისგან გაწმენდს?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 21 იანვარი
საქართველო, თბილისი

(გაგრძელება იქნება)