პოლიტიკა
პუტინს მიაჩნია, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უფლება უნდა ცნოს

რუსეთის პრემიერს მიაჩნია, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უფლება უნდა ცნოს
რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების დამოუკიდებლობის უფლება უნდა სცნოს. როგორც რუსული პრესა იუწყება, ამის შესახებ პრემიერმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ "ვალდაიში" შეხვედრაზე განაცხადა; კერძოდ, მისი განცხადების შესახებ "რასიისკაია გაზეტას" ინფორმაცია პოლიტოლოგმა ალექსანდრე რარმა მიაწოდა.
"პუტინი ამბობდა, რომ საერთაშორისო სასამართლომ, სერბების პროტესტის მიუხედავად, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა და სწორედ რომ დროა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებითაც იგივე გააკეთონ", - აღნიშნა რარმა.