პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: ხაზარაძის დამცველებმა ირიბად დაადასტურეს, რომ ანაკლიის პორტს პენტაგონი აშენებს აშშ-ის და ნატოს საზღვაო ფლოტისთვის

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. როგორც დაწვრილებით იუწყებოდა საქინფორმი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხელმოწერის უფლება შეუჩერა „თიბისი ბანკის“ პატრონს მამუკა ხაზარაძეს და მის კომპანიონს საქართველოს პროკურატურის მიერ 10 წლის წინ 17 მილიონი დოლარის „გათეთრების“ შესახებ აღძრული საქმის გამო. საქართველოში კარგად ცნობილ ხაზარაძის ბექგრაუნდს თუ გავითვალისწინებთ, ეს სულაც არ არის გასაკვირი - საკვირველია, როგორ შეეცადნენ ხაზარაძის დამცველები, ამ ტრივიალური მიზეზისათვის პოლიტიკური სარჩული დაედოთ!

„ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვიდან ბრძანება მიიღო - ხელი შეუშალოს საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი სტრატეგიული პორტის მშენებლობას, ამიტომაც უნდა, ხაზარაძეს და „თიბისი ბანკს“ გაუსწორდეს!“, - აყვირდა ყველა ანტიქართული ძალა საქართველოში და უცხოეთში - პოლიტიკოსები და ლობისტები, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები და სააკაშვილის მეგობარი ფადი ასლი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, რომელიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისა და ეკონომიკისათვის და რომელსაც თბილისელებმა უკვე დიდი ხანია, „ვირის ქსეროქსი“ შეარქვეს.

როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის მშენებლობის დამპროექტებელი კონსორციუმის ქართულ მხარეს „თიბისი ბანკი“ წარმოადგენს, ხოლო ამერიკული მხარის წარმომადგენლების შესახებ გამუდმებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ისინი ყველა - ცრუმაგიერი ორგანიზაციებია, რომელთა უკან პენტაგონი დგას. სხვაგვარად, თუკი ანაკლიის პორტი საზღვაო ტვირთგადაზიდვის მშვიდობიანი სამოქალაქო მიზნებით შენდება, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ პროექტს მოსკოვი, როგორც ხაზარაძის ზემოთ ჩამოთვლილი დამცველები ამტკიცებენ?! რუსეთი, რომელიც ლიდერობს ვაჭრობისა და გადაზიდვების მოცულობით, ინვესტიციებით და ქართულ ეკონომიკაში ჩართულობით, რომელსაც მართვაში აქვს მისი სტრატეგიული ობიექტები?!

ჰოდა, გამოდის, რომ ხაზარაძის დამცველებმა ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინეს - საქართველოში აპრობირებული რუსული იარლიყების მიწებების ტაქტიკის გამოყენებისას მათ, პრაქტიკულად, წამოსცდათ და დაადასტურეს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, ისევე, როგორც მისგან ორ ნაბიჯზე მდებარე ფოთის პორტის ფსკერის 15 მეტრით გაღრმავებას სამხედრო მიზნებით აშშ ახორციელებს რუსეთის ფედერაციისაგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის ჩარჩოებში. ხოლო რა შეიძლება მოჰყვეს ამერიკული წყალქვეშა ნავებისა და ავიამზიდების ბაზირებას ფოთსა და ანაკლიაში - აფხაზეთსა და ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „ცხვირწინ“, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი