პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაფუძნების დეკლარაციას

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტრო დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის დაფუძნების დეკლარაციის ხელმოწერას მიესალმება. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. სამინისტროში აცხადებენ, რომ ფორმატის დაარსება ხაზს უსვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2019 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ თანამშრომლობის დეკლარაციდიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგისდაარსების შესახებ.

აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი 2018 წლის მაისში, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩაეყარა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო უწყებები ბოლო წელია აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით.

ფორმატის დაარსება ხაზს უსვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რაც განპირობებულია გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

დიალოგი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: პოლიტიკა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა; განათლება, მეცნიერება და კულტურა.

დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა უახლოეს ხანში პარიზში გაიმართება. „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგისმომდევნო შეხვედრები კი წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით, თბილისსა და პარიზში ჩატარდება. დიალოგის თანათავმჯდომარეები იქნებიან საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ქართულ-ფრანგული დიალოგი ატარებს 1942 წელს ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული საგარეო ლეგიონის ქართველი ოფიცრის დიმიტრი ამილახვრის სახელს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.