აქტუალური
იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა, რის არსებობაშიც დღეს დარწმუნებული არ ვარ - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. მგონი, იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა, რის არსებობაშიც დღეს დარწმუნებული არ ვარ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საფრანგეთის მიერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის როლის შესრულების საკითხს ეხებოდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საფრანგეთის მხრიდან, გარდა განცხადებების გაკეთებისა, არის მზადყოფნა, რომ რუსეთს აღებული ვალდებულებები გაახსენოს.

მგონი, იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა, რის დღეს არსებობაშიც დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ საფრანგეთის მზადყოფნა, რომ არამხოლოდ განცხადებებს აკეთებს და მუდმივად იმეორებს, რომ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში. განცხადების იქით, ასევე, არის მზადყოფნა, რომ რუსეთს თავისი ვალდებულებები ყველანაირად გაახსენოს იმ ფორმატში და იმ მომენტში, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. ეს მზადყოფნა არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.