პუბლიკაციები
რუსი ხალხი უნიკალურად მომთმენია, როცა გამოწვევას ესვრიან და როცა თავისი ხელმძღვანელობის სჯერა! - დიმიტრი საიმსი (აშშ) სტალინის ციტირებას ახდენს

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. დიმიტრი საიმსი : „ამ პროგრამაში მე ვარ არა მხოლოდ ამერიკული მოქალაქეობის მქონე ადამიანი, მაგრამ მე პოლიტიკური ან საზოგადო მოღვაწე არ ვარ, ანალიტიკოსი გახლავართ. ანალიტიკოსები ყოველთვის ცოტათი სკეპტიკოსები უნდა იყვნენ, ეს ჩვენი პროფესიული მოვალეობაა. და ამ როლში სულით და გულით ვუსურვებ რუსეთს, პრეზიდენტ პუტინს, რომ ყველაფერი, რაზეც მან ილაპარაკა (ფედერალური კრების მიმართ 20.02.2019-ის მიმართვაში - რედ.), მათ შორის - დასავლეთთან ურთიერთობაში, გამოვიდეს რაიმე სერიოზული პრობლემების გარეშე.

ვფიქრობ, რუსეთს რთული ჟამი მოელის და დარწმუნებული ვარ, ეს თავად პრეზიდენტმა პუტინმაც იცის. და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს დიდი შესაძლებლობები აქვს და პრეზიდენტ პუტინს სურს, ამ შესაძლებლობებს ხორცი შეასხას. ვითარება, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა, სერიოზულია, მაგრამ პოტენციური შესაძლებლობები დიდია, და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ჩინეთთან ახალი ურთიერთობის შესაძლებლობა.

სხვა შესაძლებლობა კი - პატიოსნად და გულახდილად გეტყვით ამხანაგ სტალინის ციტატით: „რუსი ხალხი უნიკალურად მომთმენია, როცა გამოწვევას ესვრიან და როცა თავისი ხელმძღვანელობის სჯერა“. აი, ეს ადამიანური რეზერვი პრეზიდენტ პუტინს აქვს“.

პოლიტიკური თოქშოუ „დიდი თამაში“ („Большая игра“) რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე, 19.02.2019 -ის გამოშვება (ვიდეო)

„დიდი თამაში“ - არის მოედანი, სადაც ორი მენტალობა, სამყაროს მიმართ, ისტორიის გაგებისა და არსის მიმართ ორი დამოკიდებულება ერთმანეთს ეჯახება. პროგრამაში გაანალიზებულია მიმდინარე დღის მოვლენები და წარმოდგენილია მათ შესახებ როგორც რუსების, ისე ამერიკელების შეხედულება. „დიდი თამაში“ - არის მცდელობა, გავიგოთ, შეგვიძლია მოვილაპარაკოთ თუ მენტალური და კულტურული წინააღმდეგობები ამას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

რუსეთის თვალსაზრისს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ფონდ „რუსკი მირის“ გამგეობის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ნიკონოვი. ამერიკულ თვალსაზრისს განმარტავს ეროვნული ინტერესების ცენტრის (ყოფილი ნიქსონის ცენტრი) პრეზიდენტი, პოლიტოლოგი, ისტორიკოსი დიმიტრი საიმსი. მოდერატორი - პირველი არხის ჟურნალისტი და წამყვანი მარინა კიმი.