სამართალი
ეკა ბესელია: კონსტიტუციურობის ტესტს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს და არა ანრი ოხანაშვილი ან სხვა

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ სწორედ კონსტიტუციურობის პრინციპის დაცვას ემსახურება. მისი თქმით, ახლა ყველა კონსტიტუციურ პრინციპს ამოეფარა.

კონსტიტუციური პრინციპის დაცვა არის მთავარი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სამართლიანობა მიიღონ და საქმეების სამართლიანი განხილვის უფლება ჰქონდეთ. ამას ემსახურება ჩვენი მიზანი. კანონი იკითხება არა მხოლოდ სიტყვასიტყვით, არამედ იკითხება ძალიან ბევრი ლოგიკური და ისტორიული ბმით. ამიტომ ვფიქრობ, ვისაც უჭირს, დამალოს თავისი სიმპაია იუსტიციის საბჭოს მიმართ, ისინი საბაბს ეძებენ, თითქოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ცვლილება“, – აცხადებს ეკა ბესელია.

მისი განმარტებით, კონსტიტუციურობის ტესტს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს და არა, მაგალითად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ან ვინმე სხვა.

ბესელიას თქმით, ის სამართლებრივ პრობლემას ვერ ხედავს და პროცესი პოლიტიკურია.

როდესაც მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას, ამ მოცემულობის წინაშე უმრავლესობის წევრები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. შეიძლება, ვინმეს უნდოდეს კიდეც მხარდაჭერა და გუნდის წინააღმდეგ წასვლა დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდეს“, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

საერთო სასამართლოების შესახებკანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.