აქტუალური
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა აღიარა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს დაფინანსების წყარო დღემდე არ აქვს

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შეფასებას მთელი საინვესტიციო საზოგადოება ადევნებს თვალს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ორი მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ფიტჩისშეფასებას უყურებს მთელი საინვესტიციო საზოგადოება მსოფლიოში, როცა გვაქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები უფრო დარწმუნებული გრძნობენ თავს, შემოვიდნენ საქართველოში და განახორციელონ ინვესტიციები. მეორეროგორ უყურებენ ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, უფრო მაღალი რეიტინგი ნიშნავს უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს, როცა ვიღებთ ვალს, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ დაბალი პროცენტი ქვეყნის შიგნით საპროცენტო განაკვეთებზეც აისახება. რეალურად აიაფებს კრედიტს საქართველოსთვის და ქართული კომპანიებისთვის, ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოდიან“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საკრედიტო რეიტინგის აწევა მოულოდნელი არ ყოფილა.

ფიტჩმაჯერ კიდევ შარშან, როდესაც დათვალა რეიტინგი, მაშინ გვეკუთვნოდა უფრო მაღალი, „ბიბი პლუსი“, მაგრამ გადაწყვიტეს, მოეცათბიბი მინუსი“, რადგან ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იყო საკმაოდ ნეგატიური ფონი, შესაბამისად, არ იყვნენ დარწმუნებული, რამდენად შეინარჩუნებდა საქართველო მაკროსტაბილურობას. შემდეგ დააკვირდნენ სიტუაციას და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შევინარჩუნეთ ლარის კურსი, გავზარდეთ ლარის რეზერვები, შევამცირეთ სავაჭრო დეფიციტი. ასევე დაინახეს, რომ ჩავატარეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, როგორიცაა ლარიზაცია, საპენსიო რეფორმა და შედეგად რეიტინგი მოგვიმატეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, აზიანებს თუ არა ანაკლიის პორტის პროექტს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილი ვითარება, გიორგი ქობულია ამბობს, რომფიტჩისრეიტინგის მომატება ანაკლიის პორტის პროექტზეც დადებით გავლენას მოახდენს. პორტს უფრო გაუადვილდება დაფინანსების მიღება. „ფიტჩის რეიტინგის მომატება ასევე იქონიებს გავლენას ანაკლიის პორტზე, რადგან პორტსაც უფრო გაუადვილდება დაფინანსების მიღება, რომელიც საჭიროა ამ პროექტის შესრულებისთვის. ჩემთვის გასაგებია, რომთიბისისსაქმე და დღევანდელი საუბარი ამ თემაზე არავის გვარგებს და არ არის კარგი. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მშვიდობიანად და სასიკეთოდ დასრულდება, როგორც ინვესტორისთვის, ისე ქვეყნისთვის. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ აქ არ არის საუბარი ვინმეს მიერ ბანკის ხელში ჩაგდებაზე. ეს არის აბსურდული უაზრობა“, – განაცხადა ქობულიამ.

სარეიტინგო კომპანიაფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგიბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდეგაზარდა.