პოლიტიკა
70-წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული, აშშ ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია! - ამერიკის საელჩოს განცხადება

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. 70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის გვერდით დგომას.

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ მათ, ვინც 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად დახოცეს და გადაასახლეს. ასევე, ვიხსენებთ კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასობით ათას მსხვერპლს.

70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის გვერდით დგომას“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.