პუბლიკაციები
საქინფორმის განცხადება: საქართველოში სექსუალური კომპონენტის შემცველი უპრეცედენტო დანაშაულების გახშირებული შემთხვევები ხელისუფლების მცდარი პოლიტიკის ლოგიკური შედეგია

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა სკანდალი ფეისბუქში საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას მონაწილეობით სექსუალური ხასიათის ფარული ვიდეოგადაღების გავრცელების გამო, ქართველი საზოგადოება კი ახალმა სკანდალმა შეძრა - სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც უფროსკლასელები სექსით არიან დაკავებული სკოლის მიმდებარე დაუმთავრებელ შენობაში. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა საქმე არასრულწლოვან გოგონაზე მამის მუდმივი სექსუალური ძალადობის შესახებ და ბავშვის - გოგონას მკვლელობის საქმე, რომელიც ზრდასრულმა პედოფილმა გააუპატიურა და აწამა. არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო შოკში ჩააგდო ამერიკული ოჯახის - ცოლ-ქმრის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის მკვლელობის ფაქტმა, რომლებიც ახალგაზრდა მწყემსმა დახოცა, ქალი კი მკვლელობის წინ აწამა და გააუპატიურა.

რატომ გახშირდა ასეთი დანაშაულები მართლმადიდებელ საქართველოში, რომელიც უძველესი დროიდან განთქმული იყო თავისი ეროვნული ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობის კულტით, ნებისმიერი ქალისადმი რაინდული მოპყრობით, მისი პატიოსნებისა და ღირსების მიმართ პატივისცემით, სადაც საზოგადოება მკაცრად გმობდა პედოფილიის ერთეულ ფაქტებს, რომ აღარაფერი ვთქვათ გაუპატიურებულ მსხვერპლთა უპრეცედენტო მკვლელობებზე?

პასუხი მარტივია: საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, საზოგადოებაში დანერგა ახალი ღირებულებები, რომლებიც „ევროპულად“ გაასაღა. შედეგად ყველაფერი, რაც აკრძალული იყო, ისჯებოდა ან, უბრალოდ, იგმობოდა, სირცხვილი კი არა, ნორმა გახდა, ხოლო ყველაფერი ჯანსაღი, ტრადიციული, მათ შორის - მართლმადიდებლური რელიგია საბჭოთა კომუნისტური წარსულის გადმონაშთად, „უნიტაზში ჩასარეცხი წითელი ინტელიგენციის“ ღირებულებებად, ჩამორჩენილ პრორუსულ ნარატივად გამოცხადდა. მათ შორის, საზოგადოებისაგან გარიყულებად გამოაცხადეს დიდი სამამულო ომის ვეტერანები, რომლებმაც, თურმე, ხელი შეუშალეს საქართველოს, რომ „ევროპას“ ზიარებოდა და „რუს ოკუპანტებთან“ ერთად ფაშიზმისაგან დაიცვეს იგი, მათი ორდენები კი - კომუნისტურ სიმბოლიკად.

ვითარება უკეთესი არც დღეს არის. მაგალითად, ლგბტ-საზოგადოება ივნისში დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე გეი-აღლუმს ამზადებს, ხელისუფლება კი ნებას რთავს საქართველოს „მთავარ“ ტელევიზიას - სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, კვირა საღამოს მთელ ეკრანზე უჩვენოს ქალის სასქესო ორგანოები ახსნა-განმარტებით - რა როგორ მუშაობს! ზოგი „მისიონერი“ სკოლის უმცროს კლასებში სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს ატარებს, რის უფლებასაც განათლების სამინისტრო აძლევს, „პროგრესული ბიზნესმენები“ კი პრეზერვატივებს უშვებენ ქართველი წმინდანების და მეფეების გამოსახულებებით! ან რაღაა სალაპარაკო, როცა საქართველოს „მთავარი და სისტემური“ ბანკი – მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკი“ ყოველწლიურად პომპეზურად ატარებს „პოეტურ“ ფესტივალს, რომელზეც სერიოზული ფულადი პრემიებით აჯილდოებენ „პოეტებს“ „ლექსებისთვის“, რომლებშიც აღწერილია ბავშვების სექსუალური ლტოლვა საკუთარი დედისადმი, მასტურბაცია და მისი საჯდომით გამთბარი უნიტაზით გამოწვეული ერექცია, ზღვარგადასული უცენზურობის სრული ნაკრები და ტერმინ „სასქესო ასოს“ ყველა სინონიმი, რაც ქუჩურ სლენგში არსებობს, მშობლების მისამართით გინებასთან ერთად, ვიდეოკლიპები ეშმაკის განდიდებით და სხვა ღვთისმგმობელობით?! მეტიც - ეს „შედევრები“ ასტრონომიული ტირაჟებით კრებულებად გამოიცემა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე!

განა ეს ნაკლებად საშიშია, ვიდრე ინტერნეტით ფარული სექს-ვიდეოგადაღებების გავრცელება, რასაც ტრადიცია „სააკაშვილი ფიქჩერსმა“ ჩაუყარა?! გასულ კვირას კი საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა, დამნაშავედ ეღიარებინა სააკაშვილის რეჟიმი, რომლის დროსაც შსს-მ წამების და სექსუალური ძალადობის ამსახველი ათობით ათასი (!) ფარული ვიდეოფაილი გადაიღო, და არა მხოლოდ მამაკაცების ციხეებსა და საგანგებოდ აღჭურვილ საწამებელ ოთახებში ცოცხებით, პოლიციელის ხელჯოხებით და ციხის მორიგე მამათმავლებით, არამედ „ცნობილი პირების“, მათ შორის - მისივე, სააკაშვილის მმართველი გუნდის წევრების ცოლქმრული საძინებლებისაც...

შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წამოწყებული რეფორმები და კანონპროექტები, რომლებიც ამ დანაშაულებისთვის სასჯელს ამკაცრებს, ვერ გვიშველის, თუკი ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნით არ შეაჩერებს ამ გარყვნილების პროპაგანდას, რომელსაც მოქალაქეებს ცივილიზებულ ევროატლანტიკურ ღირებულებებად სთავაზობენ!

საქინფორმის რედაქცია