პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა!

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ვერ წარმომიდგენია, რა შუაშია ანაკლიის პორტი და რატომ უნდა განვიხილოთ ეს თემატიკა. რაც შეეხება მუქრის შემცველ კომენტარებს, რომელიც იმ დილით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, ჩვენი აზრით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ზოგადად, როდესაც რუსეთის მხარე საუბრობს შეშფოთებაზე, რასაც მოსკოვში იწვევს ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობა, უმთავრესად ამაზე აკეთებენ აქცენტს. ჩემთან იყო ეს საუბარი, მაგრამ ასეთ ტონალობაში საუბარი არ ყოფილა. უფრო მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რაც საჯაროდ გაკეთდა",- განაცხადა აბაშიძემ.