საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს უსმენდნენ, დახურულ რეჟიმში ჩატარდა

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო კომიტეტის სხდომის დახურვამდე, სადაც ზურაბ აბაშიძემ დეპუტატებს პრაღაში გრიგორი კარასინთან მოლაპარაკების ბოლო რაუნდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სალომე სამადაშვილმა, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ სხდომის მხოლოდ ნაწილი უნდა დაიხუროს, დანარჩენი კი ღიად ჩატარდეს. თუმცა, პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციას შოუს მოწყობის საშუალება არ უნდა მიეცეს და სხდომა უნდა დაიხუროს.

სხდომის დახურვის გადაწყვეტილება კენჭისყრის შემდეგ მიიღეს. 8 დეპუტატმა სხდომის დახურვას დაუჭირა მხარი, ხოლო 4 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

ცნობილია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა შემდეგ თემებთან დაკავშირებით გაიმართა: ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, SGS, აბაშიძე-კარასინის ფორმატი.