საზოგადოება
ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5,1 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 247 705 შეადგინა, რაც 11 993-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, ზრდა 5,1 პროცენტს შეადგენს.

თებერვალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია 111,1%, სლოვაკეთი 84,8%, პოლონეთი 76,7%, ლიეტუვა 46,1%, ჩეხეთი 41,6%, იტალია 34,8% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი 198,4 პროცენტით, ჩინეთი 52 პროცენტით, საუდის არაბეთი 48,6 პროცენტით.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 553 644 შეადგინა, რაც 29 054-ით მეტია 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე. ზრდა 5,5 პროცენტს შეადგენს.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი საქართველოში 164,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით, ანუ 5 პროცენტით მეტია.