საზოგადოება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მხოლოდ მამუკა ხაზარაძე არ არის, კონსორციუმში ოთხი ინვესტორია! – მაია ცქიტიშვილი

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კონსორციუმის მიერ დაფინანსების მოძიებაზე პრობლემები მამუკა ხაზარაძის მიმართ კითხვების გაჩენამდეც იყო.

ანაკლიის განვითარების კონსოციუმი არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძე. როდესაც ვსაუბრობთ კონსორციუმშიკონტი ჯგუფისმონაწილეობაზე, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმში გვყავს ოთხი ინვესტორი, მათ შორისკონტი ჯგუფიიმავე ოდენობის წილით, რასაც ფლობსთიბისი ჰოლდინგი“. გვყავს კიდევ ორი ინვესტორი. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, თუ ამ საკითხს ნამდვილად კონსტრუქციულად მივუდგებით, აღნიშნული პროექტის შესრულება, ბუნებრივია, შესაძლებელია. თუმცა, დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ დაფინანსების მოპოვება კონსორციუმის მიერ ვერ მოხერხდა მანამდე, სანამ მამუკა ხაზარაძის მიმართ რამე სახის კითხვები გაჩნდებოდა და გაჟღერდებოდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.