აქტუალური
ნატოს კარი ახალი წევრებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ღია უნდა იყოს - მადლენ ოლბრაიტი

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ნატოს კარი ახალი წევრებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ღია უნდა იყოს. ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა პრაღაში გააკეთა, სადაც ის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.

ინფორმაციას „რადიო პრაღა” ავრცელებს. მადლენ ოლბრაიტის თქმით, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან.

ჩეხეთი ნატოს წევრი 1999 წლის 12 მარტს გახდა. ის ალიანსს პოლონეთთან და უნგრეთთან ერთად შეუერთდა. ამ თარიღის აღსანიშნავად პრაღაში უსაფრთხოების კონფერენცია იმართება. დაგეგმილია გალა საღამოც, რომელზეც „ვიშეგრადი ჯგუფის“ წევრი ქვეყნების ლიდერებს ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი უმასპინძლებს.