აქტუალური
თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება - „თემა ამოწურულია, ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის პირობებში მუშაობას“

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. თემა ამოწურულია, შესაბისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას, – ამის შესხებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მაქვს ვალდებულება, რომ დისკუსიების შედეგის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც უკვე იცით, ჩემგან და ასევე სხვა წყაროებით არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავდა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი იყო. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა და მას ჰქონდა მყარი პოზიცია. თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – ამბობდა იუსტიციის მინისტრი. მან განაცხადა, რომ საკითხი, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობდა, არც შეწყალების კომისიას და არც სასჯელაღსრულების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებას არ ეხებოდა.

თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში, მას ჰქვია კაკულიების გუნდი, ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი, – ასე უპასუხა თეა წულუკიანმა შეკითხვას, თუ არ იქნება მისი პოზიცია გაზიარებული, ხედავს თუ არა საკუთარ ადგილს ახალ პოლიტიკურ გუნდში.

ამასთან, წულუკიანის თქმით, რა პოზიციაზეც უნდა იყოს, მისი პოლიტიკური ადგილი „ქართულ ოცნებასთანაა“ და ის ყოველთვის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იქნება.

რაც შეეხება პოლიტიკური ადგილს, ჩემი პოლიტიკური ადგილი არის და ყოველთვის იქნებაქართულ ოცნებასთან“, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არც ერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნებიქართული ოცნებისამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ, რომქართული ოცნებაიყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა არ დაასახელა საკითხი, რომელზეც გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა და დისკუსია მიმდინარეობდა.