საზოგადოება
საქართველო არის აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ახორციელებს ჩვენს საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტით უზრუნველყოფას ავღანეთში - აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები ავითარებს საქართველოს შესაძლებლობებს, გააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ვილბარგერმა. ამ თემაზე მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მოსმენაზე კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა. მოსმენის თემა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და აშშ-ის სამხედრო აქტივობებია ევროპაში.

ნატოს ფარგლებს გარეთ უკრაინა და საქართველო არიან ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორები ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე და შავი ზღვის რეგიონში. უკრაინაში რუსეთს ოკუპირებული აქვს ყირიმი და ამწვავებს დონბასში კონფლიქტს, რათა ძალის გამოყენებით შეცვალოს საზღვრები და შელახოს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. აშშ კვლავ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

2014 წლიდან აშშ-ის მიერ გამოყოფილია 1,2 მილიარდი დოლარი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, მომავალში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. აშშ ანალოგიურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველო არის აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ახორციელებს ჩვენს საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტით უზრუნველყოფას ავღანეთში. ასევე, არის ავღანეთში ნატოსმტკიცე მხარდაჭერისმისიის უმსხვილესი არაწევრი კონტრიბუტორი. ამჟამად ავღანეთში 870 ქართველი იმყოფება, რაც საქართველოს ამ მისიის უმსხვილეს კონტრიბუტორად ხდის. აშშ ავითარებს საქართველოს შესაძლებლობებს, გაწვრთნას, აღჭურვოს და გააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა შეინარჩუნოს თავისი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა კეტრინ ვილბარგერმა.