საზოგადოება
2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტმა 500 მილიონი დოლარი შეადგინა და დსთ-ის ქვეყნებში გაიზარდა, ევროკავშირში კი შემცირდა

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტმა 500 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13,2 პროცენტით მეტია.

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 118,2 მილიონი დოლარის ექსპორტი, რაც 10,7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-თებერვალზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23,4 პროცენტს შეადგენს.

დსთ-ის ქვეყნებში კი ექსპორტირებულია 254,8 მილიონი დოლარის საქონელი, რაც 45,7 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50,4 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422,4 მილიონი დოლარი შეადგინა (2018 წლის იანვარ-თებერვალზე 6,3 პროცენტით ნაკლები), ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობამ - 626,7 მილიონი დოლარი (2,8 პროცენტით მეტი).