აქტუალური
სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, ეს მისი შეცდომა იყო და არა საქართველოს პასუხისმგებლობა! მაგრამ ომი რუსეთმა დაიწყო! - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 მარტს, გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას:

არსებობს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სამართალში ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორე ქვეყნის საზღვარი... და ეს რუსეთმა გააკეთა, არაერთხელ. სააკაშვილმა დაბომ ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი, მაგრამ მე ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში. ომის პასუხისმგებლობა არის იმ ქვეყნის, რომელიც არის სამართლებრივად პასუხისმგებელი ომზე და დაიწყო საომარი მოქმედებები. მან დაბომ არა მოსახლეობა, არამედ ჩვენი ტერიტორია შვიდში ღამეს და ეს არის ის დანაშაული, რომელიც არის პრეზიდენტის და ჩვენი გასარჩევი შიგნით“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.