სამართალი
2019 წლის თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ირანისა და ინდოეთის მოქალაქე არ შემოუშვეს - შსს

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში 1669 ადამიანი არ შემოუშვეს. შედარებისთვის, 2018 წლის თებერვალში ასეთი 1131 ფაქტი დაფიქსირდა.

თებერვალში ყველაზე მეტი პირი ქვეყანაში კვლავ ირანიდან და ინდოეთიდან არ შემოუშვეს. საქართველოს საზღვარი ვერ გადაკვეთეს ირანის 564-მა და ინდოეთის 428 მოქალაქემ.

ასევე, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: აზერბაიჯანი – 141; თურქეთი – 102; თურქმენეთი – 54; რუსეთი – 51; ვიეტნამი – 42; უზბეკეთი – 40; სომხეთი – 37; პაკისტანი – 24; ყაზახეთი – 19; ერაყი – 18; ყირგიზეთი – 17; ბანგლადეში, იემენი, კუბა – 13; ჩინეთი – 11; ეგვიპტე – 10; ფილიპინები – 8; სირია, ტაჯიკეთი – 7; იორდანია – 6; ავღანეთი – 5: მაროკო, ნიგერი, სუდანი – 4; ნიგერია, პალესტინა, მოქალაქეობის არმქონე პირი – 3; ალჟირი, დომინიკის რესპუბლიკა, კამერუნი, საუდის არაბეთი, სომალი – 2; ანგოლა, ისრაელი, ლიბანი, მავრიკი, ომანი, პერუ, ტაილანდი, ტუნისი – 1.

ამასთან, ქვეყნიდან გააძევეს ეგვიპტისა და ირანის - 4, ერაყის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, თურქეთისა და პაკისტანის თითო მოქალაქე.