საზოგადოება
საქართველოს სუს-ი: ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2018 წელს რუსეთიდან პირდაპირი დახმარების სახით 64 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, ხოლო ცხინვალმა - 113 მილიონი

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად კვლავაც დამოკიდებული არიან რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.​

უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში პროცესების სამართავად საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს ხელოვნურად შექმნილ „პოლიტიკურ-ეკონომიკურ“ არასტაბილურობას და დე ფაქტო რეჟიმს მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. სუს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ცხინვალის რეგიონში მოქმედი დე ფაქტო რეჟიმი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას.

ანექსიის პროცესის ჭრილშია განსახილველი .. საბაჟო სამსახურების სინქრონიზაციის საკითხი. საანგარიშო პერიოდში ასევე გრძელდებოდა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეობის ფლობის წახალისება და მისი გამარტივებული წესით მიღების მექანიზმების შემუშავება.

ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად კვლავაც დამოკიდებულნი არიან რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული პირდაპირი ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის .. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 45 პროცენტი (64 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონისბიუჯეტშიდაახლოებით 86 პროცენტი (113 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. .. ბიუჯეტების დარჩენილი წილის შევსება კი რუსეთის მიერ გამოყოფილი არაპირდაპირი ფინანსური დახმარების მეშვეობით განხორციელდა“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაცია კვლავ იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებს საკუთარი ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მიზნებისთვის.

ხაზგასასმელია დე ფაქტო ლიდერების გახშირებული ვიზიტები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში დაურთიერთდახმარებისმიზნით დაწყებული თანამშრომლობა (მათ შორის, სამხედრო სფეროში). აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მსგავსად, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერირება დაიწყო რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობამ, რომელსაც, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაცია უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის იყენებს. ამავე პერიოდში დაიწყო .. აფხაზური საბანკო ბარათების გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან, რომელმაც 2018 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის .. დამოუკიდებლობა აღიარა“, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.