პუბლიკაციები
საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ, ამის თვალყურის დევნების არც დრო გვაქვს და არც სურვილი - გიორგი გახარია

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ, ამის თვალყურის დევნების არც დრო გვაქვს და არც სურვილი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვა მის მიმართ გამოთქმულ სხვადასხვა მწვავე შეფასებას ეხებოდა, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას ეს არ აინტერესებს.

„ბევრი ადამიანი ცდილობს, გვებრძოლოს ჩვენ. მე ახლა არ ვსაუბრობ ჩემზე, მე წარმოვადგენ გარკვეულ გუნდს და გარკვეულ უწყებას. როდესაც საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ – ამის არც თვალყურის დევნების დრო გვაქვს და სიმართლე გითხრათ, არც დიდი სურვილი. ვიღაცას რაღაცა თუ ვაწყენინეთ – ბოდიში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – კრიტიკა, რომელიც არის ობიექტური და დასაბუთებული, რამდენად მწვავეც არ უნდა იყოს, ამის არც არასდროს შეგვშინებია და არც ახლა გვეშინია. ჩვენ თუ ამაზე მგრძნობიარე გავხდით, მერწმუნეთ, ბევრ დროს დავკარგავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.