პოლიტიკა
ჟენევის ფორმატი უალტერნატივოა, თუმცა მან ტექნიკური ხასიათი მიიღო და საქართველოს რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმოება სჭირდება, მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ჟენევის ფორმატი არის უალტერნატივო, თუმცა ბოლო წლებში მან ტექნიკური ხასიათი მიიღო და ჩვენ პოლიტიკური დიალოგის წარმოება გვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული ფორმატი, ყველა საერთაშორისო ტრიბუნა. პრეზიდენტი ყოველთვის აცხადებს, რომ უნდა მივმართოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მათაც გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა და მიმართონ მსოფლიო თანამეგობრობას სწორედ იმ საკითხებზე საუბრით, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ცალსახად ვაცხადებთ, ჟენევის ფორმატი არის უალტერნატივო, თუმცა, ამასთანავე, ბოლო წლების განმავლობაში მან მიიღო ტექნიკური ხასიათი და ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური დიალოგის წარმოება. შედგება ეს ჟენევის ფორმატში თუ უნდა შევქმნათ სხვა რაღაც ახალი, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური დიალოგი. თუმცა საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჟენევის ფორმატი არის უალტერნატივო და ის უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, საქართველომ ყველა ტრიბუნიდან უნდა მიმართოს მსოფლიო საზოგადოებას და მოახდინოს მათი ყურადღების კონცენტრირება ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე.

რაც შეეხებაშპიგელისინტერვიუს რუსეთთან დაკავშირებულ ნაწილს, ვგულისხმობთ დიალოგის ყველა ფორმატს, ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკის მწარმოებელი ქვეყანა ვართ. შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ფორმატი, დიალოგი ვაწარმოოთ ყველა შესაძლო ფორმატში, ყველა ტრიბუნიდან მივმართოთ მსოფლიო საზოგადოებას და მოვახდინოთ მათი ყურადღების კონცენტრირება ჩვენს პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად განიხილებოდეს საერთაშორისო რუკაზე, რომელზეც ამდენს ვსაუბრობთ. საუბარია დიალოგის ყველა საერთაშორისოდ მიღებულ ფორმატებზე“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.