საზოგადოება
საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3,7% შეადგინა.
ერთ წლიან პერიოდში ყველაზე მეტად თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა – 43,7 პროცენტით, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასი 19,8 პროცენტით გაიზარდა. თევზეული 12,9 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 10,9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4,2 პროცენტით. ამავე მონაცემებით, ერთწლიან პერიოდში ხილი 23,3 პროცენტით გაიაფდა.
რაც შეეხება ერთი თვის ინფლაციას, მარტში სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტით გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტად ბოსტნეული და თამბაქოა გაძვირებული. ფასების 1-პროცენტიანი კლება ფიქსირდება რძის ნაწარმზე.