პოლიტიკა
რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ ნატომ მხარი დაუჭირა ახლო პარტნიორებს - საქართველოსა და უკრაინას! - სტოლტენბერგი

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

რუსეთის აგრესიული ქცევის საპასუხოდ ჩვენ მხარი დავუჭირეთ ახლო პარტნიორებსსაქართველოსა და უკრაინას, სუვერენულ ერებს, რომლებსაც აქვთ სუვერენული უფლება, თვითონ აირჩიონ გეზი“, – განაცხადა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებას დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

სტოლტენბერგმა თავის სიტყვაში რამდენჯერმე ახსენა რუსეთი.

„2014 წელს რუსეთმა არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსია. პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ერთმა სახელმწიფომ მეორე ქვეყნის ნაწილი მიითვისა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ქცევის მაგალითებს: ისინი სამხედრო წარმომადგენლობას ზრდიან არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე და შავი ზღვიდან ბალტიისპირეთში; სამხედრო აგენტის გამოყენება გაერთიანებულ სამეფოში; ასადის მკვლელი რეჟიმის მხარდაჭერა; მუდმივი კიბერთავდასხმები ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე, რომელთა სამიზნე არის ყველაფერიდაწყებული პარლამენტებიდან და დამთავრებული ელექტროსადგურებით; რთული დეზინფორმაციული კამპანიები და ჩარევა დემოკრატიებში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.