უცხოეთი
ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რაოდენობის ნარკოტიკებით ექსპორტისა და იმპორტისთვის სიკვდილით დასჯა დაწესდა

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რაოდენობის ნარკოტიკებით ექსპორტისა და იმპორტისთვის სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯა დაწესდა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, დიდი მოცულობის ნარკოტიკების ფლობისთვის სასჯელის ზომა სამუდამო პატიმრობა იქნება, დასჯის განსაკუთრებულ ზომად კი სიკვდილით დასჯა იქნა შემოღებული.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, ვალერი აგრბამ აღნიშნა, რომ ამიერიდან ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის გასამართლებული პირების სასჯელის შემსუბუქება შეუძლებელი იქნება.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა 2007 წელს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ე.წ. კანონმდებლობის ახალი ნორმები კი, ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა.

1tv.ge