პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვაშინგტონის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა და თავისი სახელმწიფოს ცხოვრების შესახებ არაფერი იცის! - ანატოლი ბიბილოვი (ვიდეო)

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრების შესახებ არაფერი იცის, - აცხადებს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას (ვიდეო იხ. აქ). ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ვაშინგტონი და სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ხაზს, რომელსაც განსაზღვრავს ვაშინგტონი და ბრიუსელი.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრების შესახებ არაფერი იცის. საიდან ჩამოვიდა ის? საფრანგეთიდან... არ ვფიქრობ, სალომეს ისეთი ცუდი ცხოვრება ჰქონოდა საფრანგეთში, რომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და თავისი ხალხის დახმარება, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. გადაწყვეტილება მიიღო ვაშინგტონმა, ის ჩამოვიდა და აგრძელებს ხაზს, რომელსაც განსაზღვრავს ვაშინგტონი და ბრიუსელი“, - განაცხადა ბიბილოვმა.

დაე შევიდნენ, ეს მათი უფლებაა - ამბობს ანატოლი ბიბილოვი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი საქართველო-ნატოს ურთიერთობას აფასებს. მისი თქმით, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს უფლებაა. მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთს შეთანხმება აქვს რუსეთთან და უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებათა წყებაა შემუშავებული.

ანატოლი ბიბილოვმა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტთან და ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

ჩვენ მშვიდად ვართ. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია. ეს პოზიცია უცვლელი დარჩება უახლოესი ათასი წლის განმავლობაში. დაე გაწევრიანდეს საქართველო ნატოში. ეს მათი უფლებაა. ჩვენ განვითარების ჩვენი ვექტორი გვაქვს. რუსეთთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება. შევამუშავეთ რიგი ღონისძიებები სამხრეთ ოსთისა და რუსეთის უსაფრთხოების ერთიან კონტურზე“, – განაცხადა ბიბილოვმა

დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე შეეხო ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უკან წაიღოს.

სამხრეთ ოსეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში. მეფის რუსეთშიც კი. რა კავშირი აქვს საქართველოს ოსეთთან?“, – ამბობს ბიბილოვი.