საზოგადოება
ზურაბიშვილი ზელენსკის ფორას აძლევს: ნატოს წყალობით მსოფლიო დღეს უფრო უსაფრთხო და თავისუფალია! - საქინფორმი

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. დღევანდელ პუბლიკაციაში საქინფორმის მთავარი რედაქტორი ირწმუნება, რომ მოვლენები საქართველოსა და უკრაინაში დიდი ხანია, ვითარდება არა ლოგიკისა და პროგნოზირებადი პოლიტიკის შესაბამისად, არამედ შოუს კანონებით! აი, კიდევ ერთი მტკიცებულება ზემოთ მითითებულ პუბლიკაციაში მოტანილ არგუმენტებთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პოპულარული კომიკოსისა და თავისი მომავალი კოლეგის ვლადიმერ ზელენსკის წარმატება მოსვენებას უკარგავს, ნატოს დაარსებიდან 70 წლისთავს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წყალობით მსოფლიო დღეს უფრო უსაფრთხო და უფრო თავისუფალია. მინდა, მივულოცო ნატოს ეს დიდი დღე – 70 წელი მისი დაარსებიდან #ჩვენვართნატო“, – წერს სასაცილო სალომე...