რელიგია
თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა კონსტანტინოპოლის, ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობა ბართოლომეოს პირველს შეხვდა

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მსოფლიო საპატრიარქოს თანამშრომლობას, მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მშვიდობისა და ერთობის დაცვის მნიშვნელობას.

ამასთან, მსოფლიო პატრიარქმა განსაკუთრებით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობა და უსურვა მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ქართველი ერის საკეთილდღეოდ.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს გულთბილი მიღებისთვის, საქართველოს მიმართ გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საკითხში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.