საზოგადოება
დედაქალაქის მერიის მორიგი სულელური გამოხდომა - თბილისი ავარიის შედეგად ჯართად ქცეული ავტომობილებით „მორთეს“!

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. თბილისის ქუჩებში რამდენიმე ადგილზე ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანები გამოჩნდა. ისინი სპეციალურად დამონტაჟებულ ბოძებზეა განთავსებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-სა და თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული კამპანიის ავტორები ისინი არ არიან.

სავარაუდოდ, კამპანია რომელიმე კერძო კომპანიას უკავშირდება და გახშირებული ავტოავარიების პრევენციას ემსახურება.

თბილისში ამოტრიალებული ავტომანქანების გამოჩენამ ინტერესი გამოიწვია სოციალური ქსელების მომხმარებლებში და ისინი აქტიურად აქვეყნებენ სხვადასხვა უბანში გადაღებულ ფოტოებს.