პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: “ევროამერიკული ჯადოქრის ტყვეობაში” (2019 წლის 10 აპრილი, „საქინფორმის“ ეკსკლუზივი)

 გაბრიყვებულ-გადაგვარებული ყეყეჩი კომუნისტი თავკაცების მიერ ტროცკიზმის იდეებით დამახინჯებულ, გზას აცდენილ სოციალიზმს განვითარებულს რომ უწოდებდნენ, მათ მიერვე გართულებული ცხოვრებისგან უკმაყოფილო ხალხის შეგუბებული პროტესტი წარმატებულთა ერთგულება, რომ ეგონათ საბჭოთა კავშირის ხალხებს უბედურებად უქციეს მოღალატეთა ცინიკური აღვირახსნილობა.

აღზევებულ ლიბერასტ ბღენძებს ევროპელთა რეკომენდაციებად წოდებული დავალებებით როკვა, ხალხს კვნესა-გოდებად რომ უჯდება, წარმატება ჰგონიათ.ამგვარი განცხრომის ნაყოფს აუცილებლად გაუსინჯავენ გემოს, რამეთუ ხალხის არაფრად ჩაგდება და მისი ინტერესების დაწიხვლა ხარაკირის ტოლფასია.

   დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის ლოზუნგით საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ევროამერიკული ჯადოქრის მაგიის ჯადოქრობაში. უკეთესი მომავლის მოლოდინში ქვეყანა დიდი იმედებით ხვდება ყველა ახალი ხელისუფლების მოსვლას, რასაც იმედების გაცრუების მწარე სინანული ახლავს. პოლიტიკად წოდებულ წინასწარ გამიზნულ დაპირებას, რომელსაც ევროამერიკული ჯადოქრის აღვირი აქვს ამოდებული და უბედურებისაკენ ერეკება ყოველივე სასიკეთო მცდელობას; როდემდის შეუძლიათ გულუბრყვილოთა შეცდენა?!

   სისხლის ღვრით დამხობილი, ახლად ფეხადგმული ეროვნული ხელისუფლება შევარდნაძის მუხანათობით რომ შეცვალეს, არ ვიცოდით მის ნატარზე მხოლოდ ღალატის და ბოროტების ნარის ეკალი რომ ხარობდა?! ბოლოს ხალხი ხვდება, რომ ქვეყანა ევროამერიკული ჯადოქრის მაგიის ტყვეობაშია და თუ ვინმეს შეატყვეს ერის სასიკეთოდ გაბრძოლება სასწრაფოდ ცვლიან თავიანთ ერთგული ქაჯიშვილებით.

   „მოქალაქეთა კავშირის“ გახრწნილი სხეულიდან აღმოცენებული „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნულად სასიკეთო ნაყოფს რომ არ გამოისხამდა ბოროტებით და ღალატით გამდიდრებულ ნიადაგიდან წინასწარმეტყველი სჭირდებოდა?!

   ხალხის ნდობას მოფრთხილება უნდა, რადგან მრისხანე უნდობლობად გადაქცევა იცის და მისი ნდობის მეორედ მოპოვების მცდელობა ჭირვეულის მიერ ციდან ვარსკვლავის მოწყვეტის ტოლფასია.

   შევარდნაძს სამარცხვინო მმართველობის შემდეგ მოსულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხი ნდობით და დიდი იმედებით შეხვდა, აღვირახსნილი ძალადობით სიძულვილი და ზიზღი რომ დაიმსახურეს. საქართველოდან გაქცეულები დევნილი მტაცებლის ბოროტი ყმუილით, აქ დარჩენილებთან ერთად, კვლავ იწევენ ხელისუფლების სადაავებისაკენ და მიუხედავად მათი ევროატლანტიკური მფარველობის დიდი ძალისხმევისა, ქართველი ხალხისგან იმას მიიღებნ, რასაც იმსახურებენ.

   მეოთხე საუკუნეზე მეტია ევროატლანტიკური ჯადოქრის მაგიის ტყვეობაში მყოფმა ქართველმა ხალხმა იმდენი უბედურების სამსალა იგემა, რომ შავის თეთრად მოჩვენების ჯადო ძველებურად აღარ ჯადოობს.

   მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ევროატლანტიკური კურსის ქებით მზეს აბნელებენ. თუ ვინმე რამეს სასიკეთოს თქმას შეეცდება რაც ევროატლანტიკურ ჯადოქრობაში არ ჯდება, ავი ნაგაზებივით დაესევიან. როგორ შეიძლება მწყემსი დააჯერო მგლებისგან ცხვრების დაცვაზე, რომელმაც თავისი თვალით იხილა მათ მიერ ცხვრის ფარის გაწეწვა, რაც ამერიკის აღვირამოდებული თავისუფლებით მივყვებით ნატო-ში შესვლის ილუზიას, ამდენი ხნის განმავლობაში ის გოშიაც მიხვდებოდა თაღლითები ლუკმის მიგდების იმედით დათვის შესაჭმელად რომ აყეფებენ. ამრიგად, ნატო-ში შესვლის ბედნიერების სიყალბით თავბრუს გვახვევენ ევროამერიკული გოშიები. ვინ კითხავს ნატო-ს მისი კარების გახსნა დახურვას, როცა ამერიკას ჯაჭვზე ყავს გამობმული და თავის ხუშტურებზე ავი ქოფაკივით უქსევს ვისზეც სურს. ნატო-ს სამიტიდან მისი გენერალური მდივნის-სტოლტენბერგის მიერ მიწვეული უკრაინის და საქართველოს ყოფილი ვაი პრეზიდენტი ტრამპმა კინწისკვრით გამოაპანღურა,კიდევ კარგი, რომ მათი მიმწვევი სტოლტენბერგიც არ მიაყოლათ, რომელმაც საქართველოში ყოფნისას კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გაგვახარა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. მადლობა გადაგვიხადა ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით მათ ღონისძებებში მონაწილეობისათვის. ამ ნატო-ს იმედი გვაქვს, ჩვენი ხელით რომ უნდა ნარის გლეჯა?! რამდენიც არ უნდა ეცადონ ნატო-ს სიკეთის და სამართლიანობისათვის მებრძოლის ნიღაბო მოარგონ, მის ბოროტი ჯადოქრის ნიღაბს ვერ დაფარავენ.

   ეს ის ნატო-ა სერბიის მშვიდობიანი მოსახლებოა ვანდალური დაუნდობლობით რომ დაბომბა, სერბეთი დაშალა და მისი ნაწილები დამოუკიდებლად გამოაცხადა; ამით სათავე დაუდო წართმეული ტერიტორიების დამოუკიდებლად გამოცხადების ფარსს. თავის ინტერესებზე მოსარგებად შექმნეს ჰააგის ტრიბუნალი სიმართლისათვის მებრძოლ ურჩთა დასასჯელად. ფაშისტური საბაბით ააოხრეს ერაყი, ლიბია, სირია და იქიდან აწიოკებული მოსახლებოა ქვეყნებს მოედო. თუ სამართალი და დემოკრატიაა ჰააგის ტრიბუნალის პირველი დამნაშავის სკამზე ბუში უნდა მჯდარიყო. ფაშისტებმა პოლონეთში შეჭრის საბაბით საკუთარი გლიაივიცის რადიოსადგური დაარბიეს და პოლონელებს დააბრალეს. არანაკლებ სასაცილოა სკრიპალების მოწამვლის რუსებთზე გადაბრალება, შედეგად დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნებიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გამოძევება და ამ ალიაქოთში საქართველოს მონაწილეობა; სკრიპალები კი სახსალამათები არიან. როგორც ეტყობა, ევროპა რუსოფობიური დაავადებისაგან ვერ განკურნა ვერც ნაპოლეონის და ვერც ჰიტლერიზმის სამკურნალო ვაქცინამ და ახლა ამერიკელთა დირიჟორობით რუსეთის საზღვრების ირგვლივ წითელკანიანებით საომარ როკვას არიან აყოლილები. რაც უნდათ ის უქნიათ,! მაგრამ ვაი, რომ პოლიტიკოსებად წოდებული თვალთმაქცები ამ როკვის ავანგარდში საქართველოს საუბედუროდ ღავღავებენ.

     უცხოეთიდან დაფინანსებულ ლიბერასტ ზნედაცემულთა ქართულ ზნეკეთილობაზე შემოტევას საზღვარი არ აქვს. საქართველოს ევროპისაკენ სწრაფვა სხვა არაფერია თუარა ქართველთა ლიბერასტული გარყვნილების რელსებზე შეყენების მცდელობა. სპეტაკი, კაცთმოყვარე, რაინდული, საამაყო ეროვნული ტრადიციები ქართველი ხალხის გენში შეზრდილი უკვდავებაა, რომელსაც ევროამერიკული ლიბარასტული მაგიის ტყვეები უზნეო გარყვნილთა უტიფრობით ებრძვიან.

     ფაშიზმმა გერმანელთა ერთი ნაწილის სხვადასხვა დოზით მოწამვლა შეძლო და ისედაც დაისაჯნენ. გერმანელი ხალხი საშინელი განსაცდელის ფასად განიკურნა. ვინც ფაშიზმის ჯადოქრებად იქცნენ, მათი ამოშანთვა კი ჭკუის სასწავლებლად უნდა ყოფნოდა ყველა ეშმაკეულს, თუნდაც ევროატლანტიკური გარყვნილების მქადაგებელთა გაავებას, რომელთა თავხედობა უფრო აუტანელი ხდება და იმკვიზიციის პერიოდის ბრჭყალები ეზრდება, რაც უნდა გახანგრძლივდეს, ყველა სახის ბოროტებას დამსახურებისამებრ მიეზღობა. ევროატლანტიკური სქესობრივი სიბილწის მანიაკალური სიბინძურით დასვრისათვის დღევანდელობას სპეტაკი და სხივნათელი ბედნიერი მომავლის ცივილიზაცია სათანადო ადგილს მიუჩენს ყველა გარდასულ უბედურებათა სანაგვეზე.

   კოშმარულ სიზმარსაც არძალუძს ისეთი გარყვნილების მოლანდება, რაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ახლავს. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო დადგენილება დედის და მამის ხსენების ამოღებაზე და მის ნაცვლად მშობელი ერთი და მშობელი ორის შემოღებაზე. ევროატლანტიკური ჯადოქრობის ძალაზე მეტყველებს გათხოვილი მამაკაცების მინისტრობა, არც მათი პრემიერობა და პრეზიდენოტობაა გასაკვირი, ყველა ჯურის სქესობრივი სიბილწით დაავადებულთა საზოგადოებისგან იზოლაციის პირობებში მკურნალებაა საჭირო, რათა როგორც დამპალმა ვაშლმა, სხვებიც არ წაბიოლწოს საზიზღარი გარყვნილებით.

   ისტორიის სისხლ-ცრემლით გაპოხილ და უამრავ მტაცებლებთან ბრძოლით გამოვლილმა ქართველმა ერმა რა სახის მუხთლობას არ გაუძლო, მაგრამ ამჟამად რაც ხდება ყველა ერთად შეკრებილ უბედურებაზე საზარელია. კიდევ კარგი, ევროპაში ინდულიგენციებით თაღლითობის და ინკვიზიციის ბობოქრობის პერიოდში საქართველო დღევანდელი პატრონ დაკარგული გოშიასავით კუდქიცინით არ მისდევდა ევროპულ ფორანს ამჟამად მწარე გულისტკივილით გასახსენებლად.

     სექსუალურ მანიაკთა პარადის მოსაწყობად ევროპელთა დავალებების მონა ლიბერასტებს სული სცვივათ. ამ ტიტლიკანა ბილწთა მსვლელობის ზიზღით შემხედვართა დასჯით ფრთაშესხმულები თამამად შეგრიალდებიან ევროპაში. აქ დარჩენილ ხალხს კი დაუტოვენ მათი გახსენების მწარე სინამდვილეს.

   „საიდუმლო სირების“ , „ვირის სახარები“, საკუთარ დედაზე სექსუალურად აღგძნებულ ტუალეტის მბჯღაბნელებს პრემიებს აძლევენ, ნაცოდვილარს უბეჭდავენ და საზღვარგარეთ შეკრებებზე აგზავნიან. რა ეშველებათ, მამუკა ხაზარაძეს ესოდენ რომ გაურთულდა საქმე და რუსთავიუ 2- ის ეკრანიდან დაკავებულმა მათთვის პრემიების მიჩუქებად ვეღარ მოიცალოს.

   მომეცით მასობრივი ინფორმაციის წყაროები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად ვაქცევო, იკვეხნიდა ფაშისტების ცოფიანი მყეფავი გებელსი. ეს მეთოდი კარგად აითვისა სიცრუის და ძალადობის ყველა მქადაგებელმა. ფაშისტებს ადამიანების ღორების კოლტად გადაქცევის მცდელობაში თავიაანთი ათასწლოვანი იმპერია თორმეტ წელიწადში ჩამოემსხვრათ და თვითონ ღორების კოლტად გადაქცევა სანატრელი გაუხდათ.

   ფაშისტების ზეობისას მუსოლინის ფრესკა მთავარანგელოზად დახატეს, როელიც ხალხმა ფეხებით ჩამოკიდა და კანალიზაციის სიბინძურეში ჩააგდო. ეპისკოპოსი ლუდვიგ მიულერი ქადაგებდა, ღმერთმა ქრისტე აამაღლა ცათა შინა, ჰიტლერი კი თავის წარმომადგენლად ამ ქვეყნად დატოვაო. რა უბედურებად ექცა ხალხს ეს „ღმერთის წარმომადგენელი“ გახსენებაც კი შემზარავია.

   საქართველოს დამაქცევარ სააკაშვილს ქუთათელ-გენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე დავით აღმასენებელს ადარებდა; ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს სააკაშვილის პორტრეტი მაცხოვრის გვერდით ჰქონდა ჩამოკიდებუული. ამერიკელთა ეს ტაკიმასხარა მარიონეტი გაიპარა, საქართველოს მოქალაქეობა უკრაინულზე გადაცვალა და იქიდან გამოგდებული ისევ აქაურობის ასაქოთებლად შეიმართა. რამეთუ ნაციონალებს დამსახურებისამებრ არ მიეზღოთ, ან როგორ მიეზღობოდათ, როცა ქვეყანაში ევროამერიკული ფსიქოზით დაავადება მძვინვარებს. ეკლესიაშიც შეიძლება თურმე მოიძებნოს სულში უფლის მაგიერ სატანჩასახლებული მოძღვარი, რისგან დაცული არც ჩვენ აღმოვჩნდით. მადლობა უფალს! რომ ამ ძნელბედობის ჟამს უწმინდესი და უნეტარესი კთოლიკოს პატრიარქი აფრთხობს ყველა ეშმაკეულს, ასე გაცოფებით რომ უტევენ სატანის მსახურნი.

   ევროატლანტიკური გარყვნილებით აქოთებული ლიბერასტები საქართველოს კავკასიაში მცხოვები ხალხების საფრთხობელად ვერ გადააქცევნ, ის ურჩევნიათ თვითონ გადასხვავდნენ; გზას იქით ჰქონიათ!

   დაუსჯელობა დანაშაულის უდიდესი წახალისებააო, ამას ციცერონი ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ამბობდა. ფაშისტები დამსახურებისამებრ რომ არ დაესაჯათ, მსოფლიოს გადაჭამდნენ. სამაგიეროდ დაუსჯელობით განებივრებული ნაციონალები ჯერ საქართველოს გადაჭმად არიან შემართულები. ამგვარად, წინასწარ გამიზნულ უბედურების გზაზე ვითმენთ ევროატლანტიკური ჯადოქრობის ქართველთმოძლე ეშმაკეულთ.

   „ქართლი ოცნება“ ხალხის დიდი მონდომების შედეგად მოვიდა, რადგან ევროამერიკელი მფარველებიც დარწმუნდნენ, რომ ქვეყნის უბედურება მათ მორჩილ ვაგლახებს დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებდნენ. ნაციონალების დამსახურებისამებრ დასჯას თითქოს წინ აღარაფერი ეღობებოდა და ესენიც დამფრთხალი ნადირივით შესაძრომ ადგილს ეძებდნენ, თუმცა პრეზიდენტად ისევ სააკაშვილი იჯდა და ხელისუფლების სასიკეთო მოქმედებას ყელში ეჩხირებოდა. გაპარვის წინ კი თავისი მუხთლობა იმით დააგვირგვინა, რომ ათასობით უცხოელს საქართველოს მოქალაქეობა მიაჩუქა და ყველა რელიგიური კომფესიის უფლებები ქართულ მართლმადიდებლობას გაუთანაბრა.

   ევროატლანტიკური ჯადოქრების ასე გააფთრებით მფარველობით განებივრებულმა ნაციონალებმა კოჰაბიტაციით ხომ მთლად გაშალეს ფრთები. „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და იმდენი პარტია შექმნეს რამდენნიც არიან და გაერთიანებულ ოპოზიციად შემოგვასაღეს. ადამიანის სახედაკარგული გვარამია ისეთი უწმაწური გინებით ესხმის თავს ყველაფერ სასიკეთოს, რომ ბოროტ ხულიგანს არ დაესიზმრება. აბა ვინმემ გაბედოს და წესრიგისკენ მოუწოდოს, ის ხომ საქაჯეთის ცოფიანი მყეფავია.

   ჩვენ დღესაც არ ვიცით, რა ბოროტების, მტრობის და მუქარის იდუმალება ბრუნავდა და ბრუნავს კულისებს მიღმა, რა ძალამ დაასია ქართულ ოცნებას მისი ავტორიტეტის წურბელასავით მაწოვარი პარაზიტი პარტიები და სამარცხვინო კადრები. როცა რესპუბლიკელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე რატომ უნდა გვიკვირდეს ანტიდისკრიმინაციული მისი მონათესავე კანონების მიღება. მთელი წინა მოწვევის პარლამენტი ანტიეროვნულობის მატარებელ რესპუბლიკელების და მისი მსგავსი სხვა პარაზიტი პარტიების მიერ „ქართული ოცნების“ ავტორიტეტის ღრღნას მიეძღვნა რის შედეგად კოჰაბიტაცია სასურველ ნიადაგში აყვავდა და ყოველგვარ სასიკეთოს გადააჯდა. ბოლოს, როგორც იყო, „ქართულმა ოცნებამ“ შემოიბერტყა გაპაპაჯორებული პარტიები, ხარის კისერზე მოჭიდებული ტკიპასავით თავი ხარი რომ ეგონათ, ისინიც ყველა პარაზიტის მსგავსად, ისე დაიკარგნენ როგორც ტილი ნაცარში.

   ნაციონალები კი ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ მათ წინ ვერავინ დაუდგება და აიშალნენ მომთაბარენი, კომფორტულად მოწყობის სურვილით პარტიებში გადაბარგებ-გადმობარგებას ზნემაღალ იდეურობად რომ გვაჯერებენ.

   გირგვლიანის საზარელი მკვლელობის ,ტელევიზია იმედის დარბევის, სულხანიშვილის მხეცური წამების საქმეთა ადვოკატ-ბატონ შავგულიძეს ყველაზე უკეთ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ნაციონალთა მხეცური კაცთმოძულება. როგორი ჯადოქრის ხიბლი უნდა შეუჩნდეს, რომ ნაციონალთა წევრი გახდეს. კარგი, „ქართული ოცნება“ აღარ მოსწონს, რატომ ჰგონია, რომ ასეთი საქციელით დიდების სხივს შემატებს თავის არსებობას?!

   ქალბატონი ბესელია სანამ „ქართულ ოცნებაში“ იყო, ამ პარტიის მესაჭეთ წარმოედგინა თავი და ტელევიზიიდან დამოძღვრით თვალებში მაზოლები გაგვიჩნა. ახლა გაწყრა და იმავე „ქართულ ოცნებას“ მტრად გაებუტა. ან ისეთი რა პირადი ცხოვრების კადრები ჰქონდა, რომ მისი დანახვა მედუზა გორგონას შემოხედვად გვიქციეს. იქნებ გაგვარკვიონ, სად მთავრდება დაუსჯადი და საიდან იწყება დასჯადი მისი პირადი ცხოვრების დანახვა“ქართულ ოცნებაში“ და ხელისუფლებაში საკმარისად არიან ევროატლანტიკური ჯადოქრის რეკომენდაციებზე ამხედრებული, იმავე ჯადოქრის მიერ შემოტენილი კადრები. არაპოპულარული ღონისძიებებით მის ავტორიტეტზე ჩრდილის მიყენებით ესოდენ გულს რომ უხარებენ ანტიეროვნულ ბოროტებას. ნაციონალების ნაფეხურებით ევროამერიკულად დაფეთებულნი ნაცებს მაინც ვერ გაასწრებენ, რამეთუ ნაფეხურები გავლის შემდეგ რჩება. ევროანტლანტიკელ ჯადოქრებს კი ქართველი ერის საუბედუროდ ნაცისტებზე უკეთესად ვერავინ მოემსახურება. ამიტომ ასე გააფთრებით იცავენ და მათ მიერ ხელისუფლების მიტაცების ჟინის ტყვენი შესაძლებლობებს არ ზოგავენ.

   რომელი დამპყრობლის გენი აუდუღდათ იმ არსებებს წინაპართა სისხლით მორწყულ მიწების გაყიდვით, უცხო ტომელთა ჩამოსახლებით და მათთვის სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის შეპირებით თავს რომ იწონებენ, მაშინ, როდესაც საქართველოში აწიოკებული სამასიათასამდე ტოლვილი როგორც სხვა უამრავი ქართველი გაუსაძლისი ცხოვრების პირობებით იტანჯება. ქართველებს კი ოჯახებიანათ ევროპიდან დეპორტაციით ერეკებიან. აი, შედეგი მათხოვრის უთავმოყვარე მიტმასნების პოლიტიკის. რა მოგვცა ევროპამ? რომელი საწარმოს ამოქმედებაში მოგვეხმარა, ცოტა წელში გაიმართეთო, თუ არა მათი წაღმართ-უკუღმართი რეკომენდაციებით ნაკვებთა ჭკუადაფანტულობა.

   ევროამერიკელი ჯადოქრის მიერ ოკუპირებულნი მის სურვილებზე ვროკავთ და რუსებს ოკუპანტებს ვეძახით. დღევანდელობა მონღოლების ბატონობის ხანას წააგავს: ხალხი აუტანელი გადასახადებით კვნესოდა, მონღოლთა ლაშქრობებში ქართველები სისხლს ღვრიდნენ, თვითონ მეფე დიმიტრი თავდადებულმა მონღოლთა სურვილზე მრავალცოლიანობა იტვირთა; მთიდან ქართველთა იძულებით ჩამოსახლებით,მონღოლთა მიერ უცხოტომელთა ჩამოსახლებას აკავებდა. ეს ახლა ვიცით, თორემ მაშინ ხალხს მონღოლთა მძევალი მეფე ყოვლისშემძლე ეგონა და საყვედურებიც არ აკლდა. რა იცოდნენ, რომ ქვეყნისა და ერისთვის თავდადებულ საამაყო მამულიშვილს უწყრებოდნენ.

   საქართველოს ბედნიერი მომავლის გზაზე შეყენება ტერიტორიუყლი მთლიანობის აღდგენას ახლავს, რომელსაც ევროოატლანტიკური მბრძანებლის ბოქლომი ადევს. მათ მათხოვარი, დაკნინებული და მორჩლი საქართველო სჭირდებათ, რათა იმას მიუქსიონ, ვისზეც სურთ. ჩვენთან კი ევროკომისიამ თუ ვენეციელმა ბუკიკიომ რამე შენიშვნა არ მოგვცესო სული ქუსლებშ ეპარებათ.

   სასაცოლიო კი არა, სამარცხვინოზე უარესია რაც ცხინვალთან საზღვარზე ქართველთა დაკავებას ახლავს. როგორც გუბეში ჩაგდებული ქვით აფორიაქდებიან მისი ბინადარნი, ისეთ ხმაურს ტეხავენ „პიარშჩიკი“ არასამთვრობოები, ხელმოცარული პოლიტიკური პარტიები, სახალხო დამცველად წოდებული ყველა უკუღმართის დამცველი; ნაციონალების აღშფოთება, რომ თურმე ხელისუფლება სათანდო პრინციპულობით არ აყენებს საკითხს, ხომ უკიდეგანოა. ევროპიდან დამკვირვებლებს იწვევენ, იღავღავებნ, ევროპაშიც გაიქცევიან და იქიდან ჩამოტანილ ქაღალდებს ააფრიალებენ, რომ ევროპა გმობს ამგვარ საქციელს და ჩენ გვიჭერს მხარს. მორჩა, გუბეც ისევ არის, მისი ბინადარნიც, და ქვებიც ბლომადაა, რომ გუბეში ჩაგდებით გაერთნონ.

   ახალგორიც საქართველოს იურისდიქციაში შედიოდა, კოდორის ხეობაც, და ცხინვაის ირგვლივ ქართული სოფლებიც; ერგნეთის ბაზრობაც ხელს უწყობდა ურთიერთობის დათბობას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტურები იკვეთებოდა. ვინ გაგვიხადა უხრინკავი საქმე სახრინკავად?! ვინ, ან ვისი დავალებით გაამწარა რუსები ისე, რომ ეს რეგიონები დამოუკიდებლად გამოეცხადებინა?! მაშ, ვისი ბრალია ქართველთა გატაცება, რის გამოც ასე გააფრთებით იგლეჯავენ ბალანს ნაციონალები და თავის დანშაულის შედეგებს ხელიუფლებას აბრალებენ?!

   ჩვენ რამდენიც უნდა ვიძახოთ, ომი რუსეთმა დაიწყო, ჭეშმარიტებას სად გაექცევიან. თუ სამართალია ჰააგის ტრიბუნალზე სააკაშვილს და მის ბანდას უნდა ვხედავდეთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა კი რუსეთზე გადის, რომელზეც დადებულ ბოქლომს ევროამერიკულმა ჯადოქრებმა ყარაულად თავიანთი კერბერი- ნაციონალური მოძრაობა მიუჩინეს, რათა მისი ახსნა არავინ ეცადოს და უფრო გააღრმავონ საქართველოს დაქუცმაცების უბედურება.

   თუ ვინმე ვერ მოეკიდა „ქართული ოცნების“ ცურს, ან დამსახურებისამებს დაკარგა საბანი რომ გადაეხდება და ნიავის შებერვის გამო კოშმარულ სიზმრებს ნახავს,
„ქართულ ოცნებას“ აბრალებს და ლანძღავს. ამგვარად დემაგოგიური ღვარძლის ნთხევით რუსთავი 2-ს დასეული ეშმაკეულნი ანგელოზის ფრთების მორგებას ცდილობენ. ანგელოზის ფრთებით შემოსვა კი სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნას ახლავს, უკვდავება ნაზიარებნი ერის ბედნიერებისაკენ მიმავალ გზის მანათობელ სიწმინდეებად რომ გადაქცეულან.

   დამნაშავე, სასჯელმისჯილი, საქართველოდან გადახვეწილი სააკაშვილი, რომლისგანაც ქვეყანაზე მიყენებული შეუხორცებელი ჭრილობებიდან დღესაც წვეთავს სისხლი, რუსთავი 2-ის ეკრანიდან, თანამოაზრეთა აკომპანიმენტით, სისტემატიურად იმუქრება ხელისუფლების დამხობით. ამგვარად გასაჯაროებული, უცხოეთიდან განებივრებული და ხელ-ფეხ შესხმული შეთქმულება გამაოგნებელია. აბა ვინმემ გაბედოს და მათ დაწყნარებას შეეცადოს, მთელი ევროპა აღავღავდება თავიანთი ბუკიკიოებით და უამარავ მუქარის ბარტყებს დაასევენ.

   ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა და აუგად მოხსენიება ნაციონალებისგან გასაკვირი არ არის, გასაკვირია მათ ფეხის ხმას აყოლილთა ღავღავი. კი ბატონო, მრავალი შეპირება ვერ შესრულდა. იცოდა კი ბიძინამ, რა დონეზე ყავდა შებოჭილი ქართული მოჩვენებითი თავისუფლება ევროამერიკულ ჯადოქარს?   ვის შეეძლო ნაციონალთა ქვეყნის უბედურებად პარპაშის დამხობა? თუ ვინმეს ივანიშვილის თავდადებაში ეჭვი ეპარება, გაიხსენოს სახსალამათი პატარკაციშვილის უეცარი სიკვდილი, დღეს ნაციონალებს მისი მკვლელობის მცდელობაში ბრალი რომ აქვთ წაყენებული.

   ვისაც ეროვნულად მოაზროვნე მამულიშვილობას შეატყობენ, რუსთავიო 2- ის ბოროტი თავდასხმის უბიექტი ხდება, ასე შეშფოთდნენ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნებით, უამრავი სიცრუე და ცილისწამება რომ ამოქექეს მათი ცოდვილობის სანაგვიდან. ირაკლი ღარიბაშვილი კი ის საღი ეროვნულად მოაზროვნე მამულიშვილია, რომელის მსგავსთა სიმრავლე „ქართულ ოცნებას“ ესოდენ სჭირდება. ამერიკელთა მიერ გაპაპაჯორებული თავდაცვის მინისტრად წოდებული   ცრუ-შნიკი ალასანია ირაკლი ღარიბაშვილმა „პროპკასავით“ მოაძრო და ნაგავი მინისტრებიც ზედ მიაყოლა. ამჯერად ამერიკელებმა გააფთრება იმით დაიოკეს, რომ მაიმუნი და სთვალედ საქმეში გარკვეული დედაკაცი დანიშნეს თავდაცვის მინისტრად.

   ღარიბაშვილმა ახლა განაცხადა, რომ ოჯახი ქალის და მამაკცის ერთობააო. გადაირეოდნენ ამერიკელები, აბა რა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების ძალადობაზე ამხედრებული ესქპორტი დროშად რომ გაუხდით. ღარიბაშვილმა კი მთელი მისი მოღვაწეობის წარმატებულად შეფასებით, თავისი განცხადებით მიატოვა პოსტი.

   სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისთანა ადამიანებს შეუძლიათ
„ქართული ოცნება“ მიტმასნებული, მოხეტიალე, უზნეო და უიდეო თანამგზავრებისგან გაწმინდონ; მისი რიგები ნამდვილი ერისკაცებით შეავსონ და ხალხის ნდობა -სიყვარულში მყარად დაამკვიდრონ.

   ამჟამად საქართველოს დიმიტრი თავდადებული კი არა გიორგი ბრწყინვალე სჭირდება, რათა პოლიტიკოსებად წოდებული, ნატო-მანია შეყრილი ვაი ქართველების მიერ, შავი ზღვის ავანტიურაში თავაწყვეტილი აქტიურობით, გრდემლსა და უროს შორის მოტანებული, დასაღუპავად განწირული საქართველო იხსნას ევროამერიკული ჯადოქრის საბედისწერო ტყვეობიდან.

               მწერალი-გივი სომხიშვილი
             10/04/2019