საზოგადოება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი - საქართველოს პრემიერ-მინისტრს: ჩვენ შეშფოთებული ვართ ვანო მერაბიშვილის საქმით!

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ჩვენ შეშფოთებული ვართ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმით. როგორ იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი? - ამ შეკითხვით საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ჯოზეფ ორეილიმ მიმართა.

საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწიავარდების რევოლუციისშემდეგ, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ჩვენ შეშფოთებული ვართ ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმით. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მასთან მიმართებაში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორ იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი?“, - ჰკითხა ევროპელმა დეპუტატმა ბახტაძეს.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მერაბიშვილი რამდენიმე კრიმინალური საქმის გამოა დაკავებული.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ საკითხს. მერაბიშვილი დაპატიმრებულია რამდენიმე კრიმინალური საქმის გამო და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გამოავლინა დარღვევა ერთ კონკრეტულ ეპიზოდში. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ნება მომეცით, გავმეორდე - მერაბიშვილი დაპატიმრებულია, რამდენიმე კრიმინალური საქმის გამო“, - მიმართა პრემიერმა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს.