აქტუალური
როგორ ფიქრობთ, გვეშველება თუ არა რამე? - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოკითხვისას რესპონდენტებს ამ შეკითხვითაც მიმართა

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ქვეყანაში კორუფციასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევისას რესპონდენტებს, სხვა კითხვებთან ერთად, ასეთი შეკითხვითაც მიმართეს – თქვენი აზრით, გვეშველება თუ არა რამე?

ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 58% პასუხობს – დიახ; 27% – არა; კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 15%-მა.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი +- 2,3 პროცენტის ფარგლებშია.