საზოგადოება
2008 წელს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმა რომ მიგვეცა, რუსეთი საქართველოს თავს არ დაესხმებოდა! - ანდერს ფოგ რასმუსენი

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. 2008 წელს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) რომ მიგვეცა, რუსეთი საქართველოს თავს არ დაესხმებოდა, - ეს განცხადება ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე ნატომ შეცდომა დაუშვა.

ეს იყო შეცდომა. მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემას, მაგრამ, სამწუხაროდ, ნატოს ელჩებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ამით ჩვენ სახიფათო გზავნილი გავაკეთეთ. ჩვენ ვაჩვენეთ პუტინსა და მედვედევს, რომ ნატო სუსტია. შედეგად 2008 წელს ისინი თავს დაესხნენ საქართველოს და მოახდინეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ეს არ მოხდებოდა, თუ ჩვენ მკაფიო სიგნალს გავუგზანიდით მოსკოვს და საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას მივანიჭებდით. ეს ნამდვილად იყო შეცდომა“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.