საზოგადოება
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. რუსეთი ყურადღებით აკვირდება შავი ზღვის რეგიონში ნატოს სამხედრო გეგმებს და ალიანსის ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.
შეკითხვაზე, რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს შავი ზღვის რეგიონში ნატოს აქტიურობის გაძლიერების მიმართ, გრუშკომ განაცხადა: „ცალსახად ნეგატიური“.
რუსი დიპლომატის თქმით, ალიანსის ქმედებები მხოლოდ არღვევს რეგიონულ სტაბილურობას. როგორც გრუშკომ განაცხადა, მოსკოვი აუცილებელ ზომებს მიიღებს შესაბამისი საფრთხეების ნეიტრალიზებისთვის.