პოლიტიკა
ვენეციის კომისიას ესმის, რომ ეს პოლიტიკური რეკომენდაციაა - კარლ ჰარცელი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ევროკავშირი ვენეციის კომისიის რჩევებსა და რეკომენდაციებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ვიმედოვნებ, რომ ამ რეკომენდაციების იმპლემენტირება მოხდება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის თაობაზე ვენეციის კომისიას რეკომენდაციების მისაღებად მიმართა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა ამ საკითხის გარშემო დისკუსიების წარმართვას დაეხმარება.

პატივი მქონდა, შევხვედროდი ვენეციის კომისიის დელეგაციას. ჩვენ განვიხილეთ მოსამართლეთა დანიშვნების ზოგადი კონტექსტი. მოხარული ვარ, რომ პარლამენტის სპიკერმა ვენეციის კომისიას რეკომენდაციების მისაღებად მიმართა. ეს ძალიან დაეხმარება დისკუსიებს წესების გამოყენების თაობაზე. ევროკავშირი ვენეციის კომისიის რჩევებსა და რეკომენდაციებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ვიმედოვნებ, რომ ამ რეკომენდაციების იმპლემენტირება მოხდება. ჩვენ ამის შესახებ დისკუსია პარლამენტის სპიკერთან და სხვა დაინტერსებულ პირებთან გვექნება. რაც შეეხება იმას, რომ რიგი მოსამართლეების დანიშვნა შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს, თვითონ ვენეციის კომისიას ესმის, რომ ეს პოლიტიკური რეკომენდაციაა. თუმცა, ეს არ მოხვედრილა ძირითადი რეკომენდაციების ჩამონათვალში. ძირითადი რეკომენდაციები სასამართლო-ტექნიკურ საკითხებს ეხება. განხილული უნდა იყოს ეს საკითხი. ვნახავთ, რა მოსაზრებები იქნება ამ საკითხზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.