უცხოეთი
ვლადიმერ ჟირინოვსკი ნოტრ-დამის აღდგენაში მონაწილეობის მსურველ რუს ბიზნესმენებს - ჩვენი განადგურებული ეკლესიები აღვადგინოთ - დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის „ლიბერალურ - დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ის რუსი ბიზნესმენები გააკრიტიკა, ვინც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის შემოწირულების გაღების მზაობა გამოხატა.

„ყველა ქვეყანაში ხდება ხანძარი. ჩვენ ბევრი ეკლესია გვაქვს, რომელიც ომის დროს ან ბოლშევიკების მიერ იყო განადგურებული. მოდით, ისინი აღვადგინოთ, თორემ პირველ რიგში უცხოელებისკენ გავრბივართ. დაგავიწყდათ, ფრანგებმა როგორ გადაწვეს მოსკოვი?“ - განაცხადა პოლიტიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე რუსმა მილიარდერმა ანდრეი ანდრეევმა მზაობა გამოხატა თავისი კომპანიის შემოსავლების ნაწილი ნოტრ-დამის აღდგენას შესწიროს. დახმარების მზაობა ასევე გამოხატა „სბერბანკის“ თავმჯდომარემ გერმან გრეფმა.

interpressnews.ge