პოლიტიკა
„საქართველო ქართველებით და ესე იგი - ივანიშვილის გარეშე“, ანუ რატომ მოახდინა სააკაშვილმა ჟვანიას პერეფრაზირება - საქინფორმი

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ჩვენი ამოცანაა საქართველო ქართველებით, – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის „ფეისბუქში“ წერს, რომ იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრებ ქართველებს ინტერნეტის მეშვეობით ჩაერთო და ესაუბრა.

ჩავერთე და ერთი საათი ვესაუბრე ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს იტალიის ქალაქ ბარიში. სვავის (გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მისი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორმა „სვავი“ შეარქვა - საქინფორმი) გეგმა არისსაქართველო ქართველების გარეშე“, ჩვენი ამოცანაასაქართველო ქართველებით და .. ივანიშვილის გარეშე“. ქვეყნის მტერი მთავრობა, რომელიც მთელ ძალას ახმარს უცხოეთში თანამოქალაქეების გაყრას და უცხოეთის მთავრობებს ელაპარაკება, რომ როგორმე მათ ქართველები დაასაქმონ, რათა აღარ მოუნდეთ საქართველოსკენ გახედვა. როგორც კი ივანიშვილს მოვაშორებთ, მაშინვე შევთავაზებთ ქართველებს დაბრუნების ღირსეულ პირობებს. გაიხსენეთჩემი პრეზიდენტობის დროს სტატისტიკურად მეტი ქართველი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა, ხოლო ივანიშვილის დროს ერთმა მილიონმა ადამიანმა მიატოვა მშობლიური კერა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.