პოლიტიკა
საქართველოს ნატოში გაწევრიანების და თურქული ჯარის შემოყვანის შემთხვევაში ჯავახეთში სომხური სათვისტომოს აჯანყება გარდაუვალია - შირაკ ტოროსიანი

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. იმ ფონზე, რომ ამა წლის სექტემბერში საქართველომ, შესაძლოა, NATO–ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს, სომეხ ექსპერტთა წრეებში ჯავახეთის სომხური სათვისტომოს პოზიციებზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთების მაგალითზე ჯავახეთის სომხურმა დიასპორამ, შესაძლოა, დამოუკიდებლობა მოითხოვოს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო NATO–ში გაწევრიანდება, სავსებით მოსალოდნელია, რომ ჯავახეთში თურქული ჯარი დააყენონ“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის წევრმა, სომეხთა კავშირ ჯავახკის თავმჯდომარემ შირაკ ტოროსიანმა და იქვე დასძინა, რომ სომხური სათვისტომოს მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები გამორიცხულია, თუმცა შესაძლებელი“. „საქართველოს NATO–ში გაწევრიანება გლობალური პრობლემაა, ზუსტად ამ ასპექტში განვითარდება ახალი დაპირისპირება საქართველო-რუსეთს შორის. ამავდროულად, თურქული ჯარის საქართველოში შესაძლო შემოყვანა შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, იქნება ეს NATO თუ სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია ნებისმიერი სხვა სახელით, ჯავახეთის სომხურ ეთნოსში ეს ნაბიჯი თავდაცვის რეფლექსს გამოიწვევს“. „ეს ჩვენში გენეტიკურად დევს. რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია, გახდეს NATO– წევრი და მას თავისი ამოცანები აქვს, თუმცა სომხური ეთნოსი არასდროს აიტანს თურქ ჯარისკაცებს მათი დასახლების ადგილებში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სახელმწიფოში ცხოვრობენ სომხები“, – განაცხადა შირაკ ტოროსიანმა და დასძინა, რომ სომხების მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები არ პროგნოზირდება, თუმცა თურქული ჯარის შემოყვანა სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს“.